დოპინგი: რუსების ბედს კანადელი გადაწყვეტს

AutoSharing Option
კანადელი იურისტი, სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს წევრი, პროფესორი რიჩარდ მაკლარენი დაინიშნა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს კომისიის დამოუკიდებელ თავმჯდომარედ. ამ კომისიამ უნდა გამოიძიოს 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაზე დოპინგ-მაქინაციების ბრალდებები. ამის შესახებ იტყობინება სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდი.

მაკლარენის კომისია გამოიძიებს ინფორმაციას, რომელიც "ნიუ იორკ თაიმსის" სტატიაში იყო მოყვანილი. მასში მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის ყოფილი შეფი გრიგორი როდჩენკოვი ყვება სოჭის ოლიმპიადაზე დოპინგ-მაქინაციების შესახებ. გამოძიება აგრეთვე შეეხება ცნობებს CBS-ზე გაშვებული სიუჟეტიდან, სადაც რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი ვიტალი სტეპანოვი რუსულ სპორტში არსებულ დოპინგზე ლაპარაკობს.

რიჩარდ მაკლარენი იყო ერთ-ერთი
მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს დამოუკიდებელი კომისიის სამი წევრიდან, რომელიც რუსულ მძლეოსნობასთან დაკავშირებულ დოპინგ-სკანდალებს იძიებდა. მისი სამუშაოს შედეგების მიხედვით, მოსკოვის ანტისადოპინგო სააგენტო დახურეს, რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს აკრედიტაცია ჩამოართვეს, ხოლო რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციას დროებით შეუჩერეს საერთაშორისო ფედერაციის წევრობა. ამის გამო, რუსმა მძლეოსნებმა, შესაძლოა, რიოს ოლიმპიადა გამოტოვონ.

მაკლარენის კომისიაში შევლენ სხვადასხვა პროფილის ექსპერტები, მათ შორის, დამოუკიდებელი მეცნიერები, აგრეთვე მონრეალის ანტისადოპინგო ლაბორატორიის დირექტორი კრისტიან აიოტე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული