რიოს ოლიმპიადაზე ლამარკუს ოლდრიჯმაც უარი თქვა

AutoSharing Option
რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა "სან ანტონიო სპურსის" ფორვარდმა ლამარკუს ოლდრიჯმა.

მას ხელი აქვს დაზიანებული და სეზონების შორის შესვენებას მთლიანად აღდგენით პროცესს მოახმარს, - წერს ESPN-ის მიმომხილველი მარკ სტაინი.

ოლდრიჯი უკვე მეორე სერიოზული დანაკლისია ამერიკის ნაკრებისთვის. ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ ოლიმპიადას გამოტოვებს "გოლდენ სტეიტის" ლიდერი სტივენ კარი, რომელმაც პლეი ოფში მუხლის ტრავმა მიიღო და მთელი ზაფხული მის მკურნალობას აპირებს.

სამაგიეროდ, რიოში თამაშს აპირებს "ოკლაჰომა-სიტის" სნაიპერი კევინ დურანტი. და ეს იმის მიუხედავად, რომ ივლისში ფორვარდი
თავისუფალი აგენტი გახდება და ასეთ სიტუაციაში, ბევრი მოთამაშე უარს ამბობს ეროვნულ ნაკრებში თამაშზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული