როგორც მოსალოდნელი იყო, ბახმა მთლიანად დაუჭირა მხარი მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებას - არ დაუშვას რუსი მძლეოსნები რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე. თუმცა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა ამ ვერდიქტში "ნეიტრალური" ათლეტების სტატუსთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ იმ რუს მძლეოსნებს, რომლებიც რეგულარულად გადიან ტესტირებას საზღვარგარეთ და არ ითვლებიან რუსეთის ანტისადოპინგო სისტემის ნაწილად, შესთავაზა რიოს თამაშებზე "ნეიტრალური" დროშით გამოვიდნენ.
ბახის თქმით, თამაშებზე ნეიტრალური დროშით
* * *
ოლიმპიური სამიტის გადაწყვეტილებით, რუსეთისა და კენიის ყველა სპორტსმენი საკუთარი ქვეყნის გარეთ გაივლის დამატებით ტესტრირებას საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად, რადგან ამ ქვეყნებში ანტისადოპინგო ლაბორატორიების მუშაობა ნდობას არ იმსახურებს. ტესტირება ეხება არა მხოლოდ მძლეოსნობას, არამედ, სპორტის ყველა ოლიმპიურ სახეობას.
ბახს არ დაუზუსტებია ამ გადაწყვეტილების დეტალები, თუმცა ბევრი კითხვა დაისმის: რამდენი "უცხოური" სინჯია საჭირო, შედის თუ არა მათ რიცხვში საშეჯიბრო ტესტები... საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის სიტყვებით, შესაბამის გადაწყვეტილებას საერთაშორისო ფედერაციები მიიღებენ თითოეულ კონკრეტულ სპორტსმენთან დაკავშირებით.
* * *
ტომას ბახმა ხაზი გაუსვა, რომ ამ მომენტისთვის ლაპარაკი არ არის რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის და შესაბამისად, მთლიანად რუსული ოლიმპიური ნაკრების დისკვალიფიკაციაზე. სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს ივლისის შუაში, მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდება მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს დამოუკიდებელი კომისიის ანგარიში. ამ კომისიას კანადელი იურისტი მაკლარენი ხელმძღვანელობს. მანამდე, რუსეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი სოკ-ის სრულუფლებიან წევრად რჩება.
ბახს სასაცილოდ არ ეყო ჟურნალისტის კითხვა იმის შესახებ, სამიტის წინ ესაუბრა თუ არა ტელეფონით რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს.
"საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი პუტინთან განიხილავს ოლიმპიური სამიტის დღის წესრიგს... ამაზე მხოლოდ ღიმილით შემიძლია კომენტარი", - განაცხადა ბახმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"