დოპინგი: რუსი ძალოსენებიც რიო ოლიმპიადის მიღმა?

AutoSharing Option
ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთის ფედერაციას ორი ქვოტა წაართვა რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე დოპინგ-სკანდალების გამო.

გადაწყვეტილება მიიღეს საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელ საბჭოზე. თითო-თითო კვოტა ჩამოერთვათ მამაკაცებისა და ქალების ნაკრებებს. ანალოგიური სასჯელი მიიღეს აზერბაიჯანის, მოლდოვას, ყაზახეთის, ჩრდილოეთ კორეისა და რუმინეთის ნაკრებებმა. ასევე ჩამოართვეს ქვოტები ბელარუსს.

გარდა ამისა, არ არის გამორიცული, რუსეთის ძალოსნობის ფედერაციამ ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღოს და შესაბამისად, რუსი ძალოსნები არ დაუშვან რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე.

"ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ დაადგინა, რომ იმ ეროვნულ ფედერაციებს, რომლებსაც ანტისადოპინგო წესების მინიმუმ სამი დარღვევა დაუდგინდათ 2008 და 2012 წლების ოლიმპიადების დოპინგ-ტესტების
ხელმეორედ გადამოწმებისას, ერთწლიანი დისკვლიფიკაცია ეკუთვნით. ასეთი ქვეყნები შეიძლება გახდნენ ყაზახეთი, რუსეთი და ბელარუსი", - წერია განცხადებაში.

რუსეთის სპორტის მინისტრმა ვიტალი მუტკომ განაცხადა, რომ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია რეგლამენტის მიხედვით მოქმედებს.

"თუ ერთი წლის განმავლობაში სპორტსმენთა გარკვეული რაოდენობა ჩავარდა დოპინგზე, ამ შემთხვევაში ჯერ გათვალისწინებულია ფულადი ჯარიმა, შემდეგ ლიცენზიის ჩამორთმევა, რასაც მოჰყვება ფედერაციის დისკვალიფიკაცია, როგორც ეს მძლეოსნობის შემთხვევაში იყო", - განაცხადა მან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული