ბრაზილიას გააჩნია გლობალური სპორტული პროექტები, მაგრამ ეს ყველაფერი ეკონომიკური კრიზისის ფონზე ხდება, ხოლო ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი შტატი - რიო გაკოტრების პირას არის მისული და უკვე განგაშის ზარები აქვს ატეხილი.
დროებითი გუბერნატორის ფრანსისკუ დორნელესის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა იმაზე ლაპარაკობს, რომ ფინანსული სახსრების უქონლობის გამო, ზაფხულის თამაშებზე გარე
ასე რომ, ოლიმპიადის მონაწილეებსა და სტუმრებს "მხიარული" სამი კვირა ელოდებათ, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადა კი მართლაც შეიძლება შევიდეს ისტორიაში, როგორც ყველაზე ცუდად ორგანიზებული სპორტული ფორუმი XXI საუკუნეში.
სასიკვდილო საფრთხეები
ოლიმპიადაზე მთავარი საფრთხე ორ ნაწილად შეიძლება გავყოთ - ჯანდაცვა და უსაფრთხოება. ზიკას ვირუსის გავრცელების გამო, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შექმნა სპეციალური კომისია რისკების შესაფასებლად. ჯერჯერობით ექსპერტები ვერ ბედავენ თამაშების გაუქმების ან გადატანის მოთხოვნას, თუმცა სიტუაცია მხოლოდ უარესდება. უფრო მეტიც, სპორტსმენთა ნაწილი ვერ რისკავს ბრაზილიაში ჩასვლას. მათ შორის არის მსოფლიოს საუკეთესო გოლფისტი ჯეისონ დეი და მისი კოლეგა ბრიტანეთიდან რორი მაკილროი. გარკვეულ შეშფოთებას გამოთქვამენ სხვა სახეობის ვარსკვლავები, მაგალითად, ამერიკელი კალათბურთელები. ბევრმა მათგანმა არ ისურვა რიოში გამოსვლა. საქმე ისაა, რომ ზიკას გარდა, ბრაზილიაში მძვინვარებს ყვითელი ციებ-ცხელება, რომელიც პრესაში ნაკლებად არის "გაპიარებული", არადა, ის უფრო საშიშია სიცოცხლისთვის.
მეორე პრობლემაა - უსაფრთხოება, თანაც ეს ეხება არა მხოლოდ საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხეს, არამედ ადგილობრივ დანაშაულებებს. უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ ქალაქში ფაველებიდან გამოსულები ბანდიტები დაძრწიან და მათ იარაღის მეშვეობით შეუძლიათ საცლების ამარა დაგტოვონ.
იმისთვის, რომ გათავხედებული კრიმინალები ორი კვირით დაიმორჩილონ, ამისთვის დიდი თანხებია საჭირო, დღეს კი ქალაქს პოლიციელების ხელფასებისთვისაც კი არ აქვს ფული. 300 სამართალდამცავი ორი დღის წინ, რიოს ქუჩებში გავიდა და აპროტესტებდა ხელფასების დაგვიანებას და მუშაობისთვის საშინელ პირობებს. პოლიციას სამსახურის მანქანებისთვის საწვავიც კი არ გააჩნია.
მარტო წელს, რიოს შტატში პოლიციის 52 თანამშრომელი მოკლეს, სულ ცოტა ხნის წინ, დღის საათებში ორი პოლიციელი გამოასალმეს სიცოცხლეს ნარკობარონის განთავისუფლების მცდელობისას.
თუ შეიარაღებული პროფესიონალები ვერ გრძნობენ თავს ქალაქში მასპინძლად, მაშინ რაღა უნდა ვთქვათ სპორტსმენების, პერსონალისა და მაყურებლის უსაფრთხოებაზე, რომლებიც იოლი და სასურველი ნადავლი იქნებიან ბანდიტებისთვის. პოლიციელებმა და მეხანძრეებმა სცადეს რაღაცნაირად მთავრობის ყურადღების მიპყრობა, აეროპორტამდე მიაღწიეს და იქ ბანერი გამოფინეს:
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში. პოლიციასა და მეხანძრეებს ხელფასს არ უხდიან, ხოლო ისინი, ვინც რიო-დე-ჟანეიროში ჩამოდის, საფრთხის ქვეშ იმყოფებიან!"
გაუქმება არ შეიძლება
რა თქმა უნდა, თამაშების სხვაგან გადატანაში საღი აზრი არსებობს, მაგრამ, რაც უფრო ახლოვდება რიო თამაშები, მით უფრო ვრწმუნდებით იმაში, რომ ოლიმპიადა ბრაზილიაში აუცილებლად გაიმართება. თამაშების გადატანა ერთი წლით ადრე შეიძლებოდა, დღეს კი ეს ნაბიჯი კოლოსალურ დანახარჯებს მოიტანს და თან ეს იქნება თავად ოლიმპიური მოძრაობის დისკრედიტაცია. ამიტომაც, ყველას მოუწევს შიშის გადალახვა და რწმენა, რომ ყველაფერი ექსცესების გარეშე ჩაივლის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"