რიო 2016. მძლეოსნობა: რიოში ფეხბურთელი ირბენს

AutoSharing Option
ამერიკული ფეხბურთის კლუბის "დეტროიტის" ყოფილი რანინბეკი ჯავიდ ბესტი რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე 100 მეტრ დისტანციაზე გამოვა.

ბესტმა ფეხბურთის ეროვნულ ლიგაში (NFL) მხოლოდ ორი წელი გაატარა, რის შემდეგაც იძულებული გახდა დაესრულებინა კარიერა ტვინის შერყევის გამო. თუმცა, ფეხბურთელის ჩქაროსნულმა თვისებებმა მას მძლეოსნობაში აპოვნინა საკუთარი თავი.

ჯავიდი აშშ-ის ჩემპიონატების მონაწილე იყო მოკლე დისტანციებზე რბენაში, ამა წლის აპრილში კი ოლიმპიური ნორმატივის შესრულება შეძლო. ერთ-ერთ ტურნირზე ბესტმა 100 მეტრი 10.16 წამში გაირბინა.

იმის გამო, რომ აშშ-ის მძლეოსანთა ნაკრებში დიდი კონკურენციაა, ბესტმა გადაწყვიტა რიოს ოლიმპიადაზე საკუთარი მამის სამშობლოს
- სენტ ლუსიას სახელით გამოვიდეს. ის იქნება სამიდან ერთ-ერთი სპორტსმენი, რომელიც ამ ქვეყანას წარმოადგენს ოლიმპიურ თამაშებზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული