სასკოლო სპორტული ოლიმპიადა გრძელდება

AutoSharing Option
ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მაგიდის ჩოგბურთსა და 3X3 კალათბურთში გრძელდება. 19 ივლისს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მომავლის ბანაკში ოლიმპიადის მორიგი თამაშები გაიმართა.

ვაჟებში, 3X3 კალათბურთში ასეთი შედეგები დაფიქსირდა: სამეგრელო-ზემო სვანეთი 2:3 რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი, ქვემო ქართლი 7:2 შიდა ქართლი, გურია 4:8 კახეთი, თბილისი 1:8 მცხეთა-მთიანეთი.

გოგონები, 3x3 კალათბურთი: გურია 21:0 სამცხე-ჯავახეთი, აფხაზეთი 10:5 ქვემო ქართლი, შიდა ქართლი 1:3 რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი.

ვაჟები, მაგიდის ჩოგბურთი: მცხეთა-მთიანეთი 0:3 სამცხე-ჯავახეთი, თბილისი 2:1 ქვემო ქართლი, კახეთი 1:2 გურია, იმერეთი
2:1 სამეგრელო, აფხაზეთი 1:2 სამცხე-ჯავახეთი.

გოგონები, მაგიდის ჩოგბურთი: ქვემო ქართლი 0:3 სამცხე-ჯავახეთი, თბილისი 3:0 გურია, სამეგრელო 0:3 შიდა ქართლი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი 0:3 აჭარა.

დღეს ორივე სპორტის სახეობაში მორიგი თამაშები გაიმართება.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული