რაულ ცირეკიძის (94 კგ) ნაცვლად რიოს თამაშებზე გაემგზავრება 18 წლის გიორგი ჩხეიძე (105 კგ), რომელმაც ამას წინათ 20-წლამდელებში მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა.
ძალოსნები რიო დე ჟანეიროს 4 აგვისტოს მიაშურებენ. ოლიმპიურ ფიცარნაგზე გიორგი ჩხეიძე 15 აგვისტოს მოსინჯავს ძალებს, ხოლო 16-ში მედლებისთვის ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე (ორივე +105 კგ) იბრძოლებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"