"ვეცდები, ქართული დროშა ღირსეულად ვატარო და ყველაზე მაღლა ფრიალებდეს!"

AutoSharing Option
დღეს, 22 ივლისს, თბილისის ოლიმპიურ პარკში ოლიმპიური ფიცის დადებისა და საქართველოს დელეგაციის გაცილების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, სპორტის მინისტრი ესწრებოდნენ. მათ საქართველოს დელეგაციას წარმატება და გამარჯვება უსურვეს.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ნდობა გამომიცხადა და ამირჩია მედროშედ, - განაცხადა რიოში საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშემ, ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა.

რიო დე ჟანეიროს ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს 39 სპორტსმენი გამოვა (მათ შორის 9 ქალია), რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ისინი წარმოადგენენ სპორტის 13 სახეობას. დელეგაციის წევრები ბრაზილიაში რამდენიმე ნაკადად,
26 ივლისიდან გაემგზავრებიან. რიოს ოლიმპიურ სოფელში საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონიალი დაგეგმილია 2 აგვისტოს, გახსნის ცერემონიალი კი 5 აგვისტოს, სტადიონ "მარაკანაზე" ჩატარდება.

- საქართველოს დელეგაციის შემადგენლობა ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე

"მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ნდობა გამომიცხადა და ამირჩია მედროშედ. მაქსიმალურად ვეცდები, ქართული დროშა ღირსეულად ვატარო და ჩემი გამოსვლის დროსაც ყველაზე მაღლა ფრიალებდეს.

ჩვენ დიდი ხანია ვემზადებით, მზად ვართ როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად", - განაცხადა ავთანდილ ჭრიკიშვილმა.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
ღირსეული მედროშე გვყავს ნამდვილად!!!
კობა
14:38 23-07-2016
0
რიოდან ველი - ძიუდო - მინიმუმ 2, მაქსიმუმ 4 მედალს... თავისუფალი ჭიდაობა - მინიმუმ 2, მაქსიმუმ 3 მედალს... ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მაქსიმუმ 1 მედალს, მშვილდოსნობა - მაქსიმუმ 1 მედალს, ძალოსნობა - მინიმუმ 1, მაქსიმუმ 2 მედალს... მხატვრული ტანვარჯიში - მაქსიმუმ 1 მედალს, ფარიკაობა - მაქსიმუმ 1 მედალს, ბატუტზე ხტომა - მაქსიმუმ 1 მედალს, მძლეოსნობა - მაქსიმუმ 1 მედალს, ტყვიის სროლა - მაქსიმუმ 1 მედალს... ანუ ჯამში ველი მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 16 მედალს!!! წარმატებები!
კობა
14:30 23-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული