პატრიარქმა საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრები დალოცა [ფოტოგალერეა]

AutoSharing Option
კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრები დალოცა. სპორტსმენების თქმით, ოლიმპიური თამაშების წინ პატრიარქის დალოცვა ტრადიციაა და ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

"ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია პატრიარქის კურთხევა, დალოცვა და ასე წასვლა ოლიმპიურ თამაშებზე. ეს ყოველთვის ტრადიციაა და ყოველთვის ფეხბედნიერი იყო.

რა თქმა უნდა, პრეზიდენტთან და პრემიერთან შეხვედრაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პატრიარქიის კურთხევაა", - განაცხადა საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრმა, ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ.

რიო დე ჟანეიროს ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს 39 სპორტსმენი გამოვა (მათ შორის 9
ქალია), რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ისინი წარმოადგენენ სპორტის 13 სახეობას. დელეგაციის წევრები ბრაზილიაში რამდენიმე ნაკადად, 26 ივლისიდან გაემგზავრებიან. რიოს ოლიმპიურ სოფელში საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონიალი დაგეგმილია 2 აგვისტოს, გახსნის ცერემონიალი კი 5 აგვისტოს, სტადიონ "მარაკანაზე" ჩატარდება.

- საქართველოს დელეგაციის შემადგენლობა ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე
მკითხველის კომენტარები / 3 /
ტალახაძე, ხინჩეგაშვილი, პეტრიაშვილი, ჭრიკიშვილი, ლიპარტელიანი და ღვინიაშვილი არიან ოლიმპიური ოქროს რეალური კანდიდატები. (ღმერთმა ქნას და სხვებმაც აიღონ - გაგვიხარდება)
ამ ექვსეულიდან ყველაზე მეტი შანსი ტალახაძეს აქვს; სულ 4 ოქროს თუ ავიღებთ, კარგია, მეტი - უკეთესი!
merabi g.
06:02 24-07-2016
0
წარმატებები ჩვენს სპორცმენებს
beqa
14:49 23-07-2016
0

სიახლეები პოპულარული