რიო 2016. კალათბურთი: "დრიმ თიმმა" არგენტინა არ შეიმჩნია

AutoSharing Option
ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა პირველი ამხანაგური მატჩი გამართა რიოს ოლიმპიადისთვის მზადების ციკლში. ახალი ფორმაციის "დრიმ თიმმა" ლას ვეგასში მიიღო არგენტინის ნაკრები და 111:74 გაანადგურა ის. ამერიკელებმა 37-ქულიან სხვაობას პირველ და მესამე მეოთხედში განხორციელებული გაქცევის წყალობით მიაღწიეს.

პირველი ტაიმის შემდეგ, სხვაობა 23 ქულა იყო. არგენტინამ აქცენტი შორეულ ტყორცნებზე გააკეთა და 14-დან ექვსი სამქულიანი ჩააგდო, მაგრამ პირწმინდად დათმო სამწამიანში თამაში. პირველ ნახევარში აშშ-ის უპირატესობა მოხსნებში 35:15 იყო, ხოლო სამწამიან ზონაში დაგროვილი ქულების ანგარიში - 34:6. მასპინძლებმა მეტოქეს 14 შეცდომა დააშვებინეს და ეს
25 ქულაში გარდასახეს. საინტერესოა, რომ ამერიკას შეტევაში უფრო მეტი მოხსნა ჰქონდა, ვიდრე არგენტინას საკუთარ ფარზე.

არგენტინელებმა მხოლოდ მესამე მეოთხედში ითამაშეს კარგად. ორი შეცდომა დაუშვეს, მეტოქეს ერთადერთი ბურთი მოახსნევინეს საკუთარი ფარიდან და 22 ტყორცნა შეასრულეს, იმ დროს, როცა მთლიანად პირველ ტაიმში 26 ტყორცნა ჰქონდათ.

თუმცა მანუ ჯინობილიმ და პარტნიორებმა მეტოქესთან მიახლოება ვერ შეძლეს, ხოლო მეოთხე მეოთხედის პირველ ექვს წუთში "დრიმ თიმი" 24:8 გაიქცა და ცხადი გახდა, რომ არგენტინა დიდი ანგარიშით წაგებას ვერ გადაურჩებოდა.

მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი კევინ დურანტი გახდა 23 ქულით, პოლ ჯორჯი სათადარიგოთა სკამიდან შევიდა თამაშში და 18 ქულა დააგროვა, დემარკუს კაზინსმა შთამბეჭდავი ორმაგი დუბლი შეასრულა - 14 ქულა და 15 მოხსნა.

უახლოესი 11 დღის განმავლობაში, აშშ კიდევ ოთხ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს - ორჯერ შეხვდება ჩინეთს და თითოჯეს ვენესუელასა და ნიგერიას.

აშშ-არგენტინა 111:74
32:14, 24:19, 24:24, 31:17
აშშ: დურანტი (23), ენტონი (17+7 მოხსნა), კაზინსი (14+15 მოხსნა), ირვინგი (9), ტომპსონი (9); ჯორჯი (18), ჯორდანი (6+6 მოხსნა), დეროზანი (4), ბარნსი (4), გრინი (3), ლოური (2), ბატლერი (2).
არგენტინა: ნოჩიონი (15+7 მოხსნა), ჯინობილი (11), სკოლა (10+5 მოხსნა), ლაპროვიტოლა (8).
ესპანეთი-ვენესუელა 80:65
18:12: 16:13, 22:19, 24:21
ე: პ. გასოლი (14), ფერნანდესი (12), ერნანგომესი (10), მიროტიჩი (9).
ვ: კოქსი (12), კოლმენარესი (12).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
აშშ-ს უფრო მეტი მოხსნა ქონდა მეტოქის ფარზე, ვიდრე არგენტინას საკუთარ ფარზე.
ღადაობთ?))
კოჭოია
01:44 25-07-2016
0

სიახლეები პოპულარული