რიო 2016: გაჭედილი ტუალეტები და დასალაგებელი ნომრები

AutoSharing Option
სპორტსმენები, რომლებიც უკვე ჩავიდნენ რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე მონაწილეობისთვის, უარს ამბობენ ოლიმპიურ სოფელში ცხოვრებაზე ცუდი პირობების გამო. მთავარი პრობლემა მწყობრიდან გამოსული ტუალეტებია, აგრეთვე დაზიანებული მილები, საიდანაც წყალი ჟონავს.

ავსტრალიის დელეგაცია სასტუმროში დასახლდა და გამოაცხადა, რომ არ გადავა ოლიმპიურ სოფელში იქამდე, სანამ ყველა პრობლემა არ მოგვარდება. ბრაზილიელი ათლეტებიც, ჯერჯერობით, სასტუმროში ცხოვრობენ. ბრიტანეთის დელეგაციამ დაადასტურა არსებული პრობლემები, მაგრამ ოლიმპიურ სოფელში დარჩა.

"პრობლემა მდგომარეობს გაჭედილ ტუალეტებში, დაზიანებულ მილებში, დენის მოშიშვლებულ კაბელებში, გაუნათებელ კიბის უჯრედებში. იატაკი ჭუჭყიანია და ნომრები კარგად არის დასალაგებელი", - წერია ავსტრალიის დელეგაციის
წევრის კიმი ჩილერის ანგარიშში.

ოლიმპიადის ორგანიზატორები ირწმუნებიან, რომ მალე მოაგვარებენ პრობლემას. ოლიმპიური თამაშები 5 აგვისტოს იწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული