რიო 2016. ჩოგბურთი: ნადალი მხოლოდ წყვილებში

AutoSharing Option
მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი, ესპანელი რაფაელ ნადალი აგრძელებს მაჯის ტრავმის მკურნალობას, რომელიც მან 2016 წელს, როლან გაროსზე მიიღო, თუმცა აღდგენის პროცესი იმაზე ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ექიმები ვარაუდობდნენ, - იტყობინება Cadenaser.

ასე რომ, არსებობს ალბათობა, რაფაელმა ვერ ითამაშოს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე ერთეულებში და მხოლოდ წყვილთა თანრიგში გამოვიდეს.

შეგახსენებთ, რომ ერთი დღით ადრე, ლეგენდარულმა შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა განაცხადა, რომ გამოტოვებს რიოს ოლიმპიურ თამაშებს და 2016 წლის სეზონის დარჩენილ ნაწილს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული