"რამდენიმე საათის განმავლობაში განვიხილავდით სიტუაციას და იმ აზრამდე მივედით, რომ რიო-დე-ჟანეიროში არ უნდა გავემგზავროთ. ძალიან გვინდოდა ოლიმპიადაზე ისევ გამოსვლა, მაგრამ კაცები და მამები ვართ და პირველ რიგში, საკუთარი ოჯახის ჯანმრთელობაზე უნდა ვიფიქროთ.
ყოველთვის ამაყი ვიყავით იმით, რომ ამერიკის გუნდს წარმოვადგენდით, 2012 წლის ოლიმპიური ოქრო კი სამუდამოდ დარჩება ჩვენი კარიერის მწვერვალად", - განაცხადა ბობ
2008 წელს, ბრაიანებმა ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, როცა ნახევარფინალში წააგეს როჯერ ფედერერთან და სტენ ვავრინკასთან, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩში დაამარცხეს არნო კლემანი და მიკაელ ლოდრა. ოთხი წლის შემდეგ კი ჩემპიონები გახდნენ ფინალში ლოდრასა და ჟო-ვილფრიდ ცონგას დამარცხებით.
შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, ზაფხულის თამაშებში გამოსვლაზე უარი თქვა კიდევ ორმა ამერიკელმა - სემ კუერიმ და ჯონ ისნერმა. ასევე არ იქნება რიოში ATP-ის რეიტინგის ტოპ-ათეულის ოთხი მოთამაშე: როჯერ ფედერერი, მილოშ რაონიჩი, ტომაშ ბერდიხი და დომინიკ ტიმი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"