მასპინძლები დიდი იმედებით შეხვდნენ ამ ოლიმპიადას და იმედი აქვთ, რომ ბრაზილიის ნაკრები ფეხბურთში ახლა მაინც გახდება ოლიმპიური ჩემპიონი. გუნდის კაპიტანი და ლიდერი "ბარსელონას" ვარსკვლავი ნეიმარია.
მაგრამ ქალაქ ბრაზილიაში, "ეროვნულ" სტადიონზე შეკრებილ ფანებს იმედი გაუწბილდა. პირველივე თამაშში როჟერიოს გუნდმა უკბილო თამაში აჩვენა და ვერაფერი მოუხერხა სამხრეთ აფრიკის ნაკრებს. არადა, ბოლო ნახევარი საათი აფრიკელებმა 10 კაცით ითამაშეს.
ნეიმარმა 90 წუთი ითამაშა, მაგრამ ვერც
სამაგიეროდ, უხვგოლიანი გამოდგა შეხვედრა D ჯგუფში, სადაც ჰონდურასის ნაკრებმა 3:2 მოუგო ალჟირის ოლიმპიურ გუნდს. ერაყელმა და დანიელმა ოლიმპიელებმა კი უგოლო ფრე ითამაშეს.
რიო 2016. U23. ფეხბურთი. ჯგუფური ეტაპი
ერაყი-დანია 0:0
ჰონდურასი-ალჟირი 3:2
გოლები: 1:0 კიოტო (13), 2:0 მ. პერეირა (33), 2:1 ბენდებკა (68), 3:1 ლოსანო (79), 3:2 ბუნეჯა (85)
ბრაზილია-ს. აფრიკა 0:0
ბრაზილია: ვევერტონი - ჟოზე ნეტო, მარკინიოსი, ჟ. დუგლასი (84. ვილიამი), კაიო - რ. აუგუსტო (67. რაფინია), ტ. მაია, ფელიპე ანდერსონი (60. ლუანი) - გაბრიელ ჟესუსი, გაბრიელი, ნეიმარი
გაძევება: მვალა (59. ს. აფრიკა)
მექსიკა-გერმანია 2:2
გოლები: 1:0 პერალტა (52), 1:1 გნაბრი (58), 2:1 პისარო (62), 2:2 გინტერი (78)
შვედეთი-კოლუმბია 2:2
გოლები: 0:1 ტეოფიო გუტიერესი (17), 1:1 მიხაელ იშაკი (43), 2:1 ასტრიტ აჟდარევიჩი (62), 2:2 დორლან პაბონი (პენ. 75)
ნიგერია-იაპონია 5:4
გოლები: 1; სადიქ უმარი (7), 1:1 შინჯო კოროკი (პენ. 9), 2:1, 3:2, 4:2, 5:2 ოგენეკარო ეტებო (11, 42, პენ. 51, 66), 2:2 ტაკუმი მინამინო (13), 5:3 ტაკუმა ასანო (70), 5:4 მუსაში სუზუკი (90)
ფიჯი-სამხრეთ კორეა 0:8
გოლები: 1:0, 4:0, 8:0 სეუნგ-ვუ რუი (32, 64, 93), 2:0, 3:0 ჩანგ-ჰუნ კვონი (62, 63), 5:0 ჰეუნგ-მინ სონი (პენ. 72), 6:0, 7:0 ჰიუნ-ჯუნ სუკი (77, 90)
პორტუგალია-არგენტინა 2:0
გოლები: 1:0 გონსალო პასიენსა (66), 2:0 პიტე (84)