ზაფხულის XXXI ოლიმპიადა "მარაკანას" სტადიონზე ამაღამ 03:00 საათზე ოფიციალურად გაიხსნება

AutoSharing Option
ამაღამ, თბილისის დროით 03:00 საათზე, სტადიონ "მარაკანაზე" ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნება. ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრება.

რიო დე ჟანეიროში ჩავიდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, რომელიც ასევე დაესწრება გახსნის ცერემონიას და ქართველ ოლიმპიელებს გაამხნევებს. სპორტისა და ახალგაზრდულ საქეთა სამინისტროს ინფორმაციით, რიოში იმყოფებიან მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.

ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 40 სპორტსმენით 13 სახეობაში წარდგება, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სარეკორდო ციფრია. ქართველ ოლიმპიელთა შ
ორის ორი ოლიმპიური ჩემპიონი, ნინო სალუქვაძე და ლაშა შავდათუაშვილი იასპარეზებენ. ასევე საქართველოს სახელით წარდგებიან 2 ოლიმპიური პრიზიორი, 4 მსოფლიოს ჩემპიონი, 19 ევროპის ჩემპიონი და პრიზიორი. ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის გამოცდილება აქვს 12 სპორტსმენს. მერვე ოლიმპიადაზე გამოვა ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე, მეოთხე ოლიმპიადაზე - მშვილდოსანი ხათუნა ნარიმანიძე, მესამეზე - ბატუტზე მხტომელი ლიუბა გოლოვინა და მშვილდოსანი ქრისტინე ესებუა.

დელეგაციაში ოლიმპიური თამაშების ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეა ნინო სალუქვაძის შვილი, 18 წლის ტყვიის მსროლელი ცოტნე მაჭავარიანი. ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც სპორტსმენის სტატუსით დედა და შვილი მონაწილეობს.

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშე ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი იქნება.

ოლიმპიური თამაშების ტრანსილირებას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი განახორციელებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული