რიო დე ჟანეიროს ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნა [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
თბილისის დროით 6 აგვისტოს, შუაღამისას, რიო დე ჟანეიროში ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა. სტადიონ "მარაკანაზე" გამართულ თამაშების გახსნის ცერემონალზე ოლიმპიური ცეცხლი ბრაზილიელმა მარათონელმა ვანდერლეი კარდეირუმ აანთო.

დაგეგმილი იყო, რომ ოლიმპიური ცეცხლი ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელს პელეს უნდა აენთო, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ცერემონიაში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო.

ცერემონიის ფარგლებში "მარაკანაზე" გაიმართა ოლიმპიადის მონაწილე ეროვნული გუნდების აღლუმი. მსოფლიოს 207 ქვეყნის 12 ათას სპორტსმენთან ერთად მსვლელობაში მონაწილეობა ქართველმა ოლიმპიელებმაც მიიღეს. ჩვენს ჯგუფის მედროშე კი ევროპის სამგზისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი
იყო. აღლუმის დასრულების შემდეგ ბრაზილიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მიშელ ტემერმა თამაშები გახსნილად ოფიციალურად გამოაცხადა.
იხილეთ ვიდეოები:
გახსნის ცერემონია
Sportall.Ge

ქართული დელეგაციის გამოსვლა რიოს ოლიმპიურ აღლუმზე
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ თამაშების გახსნის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრო.

ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 40 სპორტსმენით 13 სახეობაში იასპარეზებს, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სარეკორდო ციფრია.

რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშები 21 აგვისტოს დასრულდება.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ყველა გვჯობდა არა კვახი. ნუ აყვებით ნაცებს თორე .... კაცებს.
sasa
06 აგვისტო 2016 18:17
0
არავისაც არ უჯობნია.... აბა ხაბელოვს და ვასაძეს ჰკითხეთ !! :))))))))))))))) ჰო ალექსანდრიასაც!! :)
hoh
06 აგვისტო 2016 13:20
0
ჩაცმულობით ოსებს ჰგვანან :)
hm
06 აგვისტო 2016 13:12
0
სამწუხაროდ, ჩაცმულობით ყველამ გვაჯობა, იმედია იგივე არ განმეორდება სპორტულ სახეობებში.
წარმატებები.
პენსიონერი
06 აგვისტო 2016 13:05
0
მაინც ეს საშინელება ეცვათ!
irakli
06 აგვისტო 2016 13:05
0
ქალების თავსაბურავი (არ მახსოვს რა ჰქვია) სად არის? ტყუილად შეკერეს? ფული ტყუილად დახარჯეს?
თევდორე
06 აგვისტო 2016 12:43
0
წარმატებები !!! ღმერთმა დაგლოცოთ !!!
soxumeli
06 აგვისტო 2016 11:03
0

სიახლეები პოპულარული