დაგეგმილი იყო, რომ ოლიმპიური ცეცხლი ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელს პელეს უნდა აენთო, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ცერემონიაში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო.
ცერემონიის ფარგლებში "მარაკანაზე" გაიმართა ოლიმპიადის მონაწილე ეროვნული გუნდების აღლუმი. მსოფლიოს 207 ქვეყნის 12 ათას სპორტსმენთან ერთად მსვლელობაში მონაწილეობა ქართველმა ოლიმპიელებმაც მიიღეს. ჩვენს ჯგუფის მედროშე კი ევროპის სამგზისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი
აღსანიშნავია, რომ თამაშების გახსნის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრო.
ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 40 სპორტსმენით 13 სახეობაში იასპარეზებს, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სარეკორდო ციფრია.
რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშები 21 აგვისტოს დასრულდება.