რიო 2016: ამირან პაპინაშვილმა მსოფლიო ჩემპიონს მოუგო და ნახევარფინალშია!

AutoSharing Option
6 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოს ტურნირში, 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში წარმატებით ასპარეზობს ამირან პაპინაშვილი, რომელმაც სამი ორთაბრძოლა მოიგო და ნახევარფინალშია.

ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი 28 წლის ქართველი ძიუდოისტი შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაება, სადაც ჯერ კანადელ სერხიო პესოას ვაზარ-იუკოთი სძლია, შემდეგ კი ბულგარელ იანისლავ გერჩევს იპონით აჯობა. პაპინაშვილმა უმნიშვნელოვანესი ბრძოლა 1/4-ფინალში იაპონელ მსოფლიოს ჩემპიონ ნაოჰისა ტაკატოსთან გამართა და იპონით გაიმარჯვა.

ნახევარფინალში ქართველი ძიუდოისტი რუსთა ევროპის სამგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ფინალისტი ბესლან მუდრანოვს დაუპირისპირდება. ფინალური ბლოკი მოგვიანებით დაიწყება.

ოლიმპიადიდან პირდაპირ
ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
მკითხველის კომენტარები / 70 /
საღოლ საღოლ ამირან მიდი მიაწექი. ლომი ხარ ლომი :)
misha
06 აგვისტო 2016 20:06
0
მიდი ამირან ბოლომდე...

საზმაუ თქვენს.....
მეე
06 აგვისტო 2016 20:06
0
მიდი ამირან, ჯიგარი ხარ. წარმატებები. გამოასწორეთ პირდაპირი რეპორტაჟები და დაგეგმეთ ნორმალურად. ვერცერთი ბრძოლა ვერ ვნახეთ.დავიჯერო ასეთი არაკომპეტენტურები არიან საზოგადოებრივ არხზე?!
დათო
06 აგვისტო 2016 20:02
0
ძალიან მაგარია! თუ ტრანსლიაცია ვერ ახერხებენ არ შეიძლება ინფორმაცია მაინც მოგვაწოდონ?!
დიტო
06 აგვისტო 2016 20:02
0
გაიხარე ამირან ქართველთა გახარებისთვის. ოქროს გისურვებ ამირან ოქროს. უფალი იყოს შენი შემწე.
gizog
06 აგვისტო 2016 20:00
0
ხო ტელევიზორში ფრენბურთი გვაყურებიონ
levani
06 აგვისტო 2016 19:59
0
მიდი მგელო 200 წლისთვის კიდევ ერთხელ აზღვევინე მაგათ მოდგმას, ყველა ვისაც საქართველო უყვარს შენს გვერდზეა
cezar
06 აგვისტო 2016 19:59
0
ისევ იპონი!!! წინ, წინ, წინ!!!
tngh
06 აგვისტო 2016 19:58
0
ყოჩაღ ამირან!!! ოქრო ხარ!!!
დათო
06 აგვისტო 2016 19:56
0
ძალიან კარგია მიდი ამირანნნნ
nika
06 აგვისტო 2016 19:51
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული