რიო 2016: ამირან პაპინაშვილმა მსოფლიო ჩემპიონს მოუგო და ნახევარფინალშია!

AutoSharing Option
6 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოს ტურნირში, 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში წარმატებით ასპარეზობს ამირან პაპინაშვილი, რომელმაც სამი ორთაბრძოლა მოიგო და ნახევარფინალშია.

ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი 28 წლის ქართველი ძიუდოისტი შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაება, სადაც ჯერ კანადელ სერხიო პესოას ვაზარ-იუკოთი სძლია, შემდეგ კი ბულგარელ იანისლავ გერჩევს იპონით აჯობა. პაპინაშვილმა უმნიშვნელოვანესი ბრძოლა 1/4-ფინალში იაპონელ მსოფლიოს ჩემპიონ ნაოჰისა ტაკატოსთან გამართა და იპონით გაიმარჯვა.

ნახევარფინალში ქართველი ძიუდოისტი რუსთა ევროპის სამგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ფინალისტი ბესლან მუდრანოვს დაუპირისპირდება. ფინალური ბლოკი მოგვიანებით დაიწყება.

ოლიმპიადიდან პირდაპირ
ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
მკითხველის კომენტარები / 70 /
რუსულ არხზე ვუყურე პაპინაშვილის ჭიდაობას და პირველი არხი ამ დროს უჩვენებდა ქალთა ხელბურთს. ან ამდენი რეკლამა რა უბედურებაა?
გელა
06 აგვისტო 2016 20:46
0
ღმერთმა მოგცეს ძალა,რომ ჩვენ გაგვახარო. ბოლოს და ბოლოს უნდა მოვითხოეოთ,რომ ჩამოყალიბდეს სპორტული არხი.დამოუკიდებელი,ნეიტრალური,სახელმწიფო.
ანზორი
06 აგვისტო 2016 20:46
0
რომელ საატზეაა ნახევარ ფინალი??
zzz
06 აგვისტო 2016 20:42
0
აუ ცოტნემ როგორ აურია რა პაპინაშვილი გენავე
toma
06 აგვისტო 2016 20:38
0
თუ სამართალია, საზოგადოებრივი მაუწყებლობის ხელმძღვანელობა უნდა გადააყოლონ ამ ამბავს!!!!!
pele
06 აგვისტო 2016 20:38
0
თანამედროვე ტექნოლოგიების დროს საზოგადებრივი დასუხურ-მოსაქნევია!
zurab
06 აგვისტო 2016 20:31
0
ვინმემ დადეთ ლინკი სად შეიძლება ვუყუროთ
1 arxis ususuroba
06 აგვისტო 2016 20:29
0
თითოეული ოლიმპიელის მჯერა სული და გულით გგულშემატკივრობ ორმოცივეს. პაპინაშვილი უკვე ფინალისტია ვამაყობ რომ ქართველი ვარ და საქართველოს გულშემატკივარი მქვია. ამ პირველმა არხმა იდიოტი საიმფორმაციო აჩვენოს საზიზღრები რო კიყხო აჩვენებენ ყველაფერს
ხატია
06 აგვისტო 2016 20:27
0
ველორბოლით დავტკბი. შვიდქალა რაგბით ვისიამოვნე. უზბეკა ძიუდოისტითაც. 4 წელიწადში ერთხელ ვერ უნდა ვუყურებდეთ ქართველ ძიუდოისტებს??!!! ქებადაქება ამირანს
გოჩა
06 აგვისტო 2016 20:27
0
სადაა ჩემი კომენტარი რომ დავწერე, ამერანი თუ საკუთარი ძალა ირწმუნა, იაპონელსაც დასცემს მეთქი, და რუსსაც იგივე მოელის ძიუდოში ქართველს რუსმა როგორ უნდა მოუგოს, ვენაცვალე შენს კაცურ კაცობას , ნამდვილი ქართველი ხარ!
gio
06 აგვისტო 2016 20:26
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული