რიო 2016: ამირან პაპინაშვილმა მედლის მოპოვების შანსი ვერ გამოიყენა

AutoSharing Option
6 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოსთვის პირველი მედლის მოპოვების შანსი ძიუდოისტმა ამირან პაპინაშვილმა (-60 კგ) ვერ გამოიყენა, რომელმაც ბრინჯაოსთვის შეხვედრა უზბეკ დიორბეკ უროზბოევთან დათმო და მეხუთე ადგილს დასჯერდა.

უზბეკმა შეხვედრის დასაწყისშივე იუკო მოიპოვა და ორი გაფრთხილების მიუხედავად, ბოლომდე შეინარჩუნა უპირატესობა.

28 წლის ქართველი ძიუდოისტი შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაება, სადაც ჯერ კანადელ სერხიო პესოას ვაზარ-იუკოთი სძლია, შემდეგ კი ბულგარელ იანისლავ გერჩევს იპონით აჯობა. პაპინაშვილმა 1/4-ფინალში იაპონელ მსოფლიოს ჩემპიონ ნაოჰისა ტაკატოსთან იპონით გაიმარჯვა, 1/2- ფინალში კი რუსთა
ევროპის სამგზის ჩემპიონთან, მსოფლიოს ფინალისტ ბესლან მუდრანოვთან სუფთად დამარცხდა.

ხვალ, 7 აგვისტოს, ქართველ ძიუდოისტთაგან 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი იასპარეზებს.
მკითხველის კომენტარები / 12 /
რუსს აშკარად მიყავდა ჭიდაობა, მაგრამ ბრინჯაო უნდა აეღო... არაუშავს ძიუდოა და ისეთები ხდება ვერ დაიჯერებ, წარმატებები ამირანს და ყველა ქართველს, ჯერ ახალგაზრდები არიანი ძირითადად და წინაა ყველაფერი...
PARFIUMER
07 აგვისტო 2016 19:05
0
გრამიტონ ძალიან დიდი შეხედულება გქონია ქართულ ძიუდოზე.აგერ ეხლა მარგველაშვილმა ისე მოწმინდა კისრით ტატამი მე მგონი ოლიმპადის დამთავრებამდე მტვერი აღარ დაედება.ვარლამი და ჭრიკიშვილი თუ შევიდნენ სამეულში მაგარი იქნება
koki
07 აგვისტო 2016 18:14
0
ამერან მაგარი იყავი იმ უზბეკთან შენი მაქსიმუმი იყოო გეუბნებიან არ მჯერა ამაზე უფრო მაქსიმალისტები თუ არ ყავს საქართველოს დაღუპულა ჩვენი ძიუდოც და ეგაა...
gramitona
07 აგვისტო 2016 17:54
0
ვისაც ესმის ძიუდო იქნებ დაწეროს, იქნებ ეს რუსი დოპინგზე იყო? ასე ადვილად არ ხდება ოლიმპიური ოქროს მოგება. თან ეს რუსი არ ყოფილა აქამდე, რამდენადაც მე ვიცი, მაინცდამაინც წარმატებული ძიუდოისტი. შეამოწმეს ნეტა ილიმპიადაზე ეს რუსი დოპინგზე? ისეთი დოპინგებია რომ მალე გარეცხავენ სისტემიდან.

პაპინაშვილს წარმატებას ვუსურვებ შემდეგ ოლიმპიადაზე. ძალიან მეწყინა მისი წაგება და თანაც რუსთან. ძიუდო ქართული ოლიმპიური გუნდის დამრტყმელი და ტრადიციულად წარმატებული მხარეა. ასეთ შედეგის შესახებ საინტერესოა ქართველი ძიუდოს ექსპერტების აზრი.
ლუკა
07 აგვისტო 2016 17:33
0
სამარცხვინო ხარ, შენც და ყველა შენნაირი ვითომ გულშემატკივარიც!!!!!!!!!!!!!!! ამირანს კი ყოჩაღ, თავისი მაქსიმუმი იყო ამ ეტაპზე რაც გააკეთა, მხოლოდ თავისზე გაცილებით უკეთესთან დათმო შეხვედრა
gio
07 აგვისტო 2016 14:09
0
თუ შეიძლება ის კომენტატორი მოაცილეთ რა რაებს ლაპარაკობს მოემზადოს მაინც როცა შეჯიბრი მიჰყავს
მერაბი
07 აგვისტო 2016 13:33
0
მუდრანოვთან ისე გავიდა, ვიცოდი რომ წააგებდა, იმ იაპონელზე მაინც არ მოეგო, ეგებ იაპონელს მოეგო რუსისთვის, მაგარი მანდრაჯიტ გამოვიდა, სჰემეცოდა დაჯე, ძროხა რომ მიყავთ სასაკლაოზე ისე მიდიოდა ტატამისკენ, კაცს ჯიგარი უნდა გქონდეს საჭიდაოდ რომ გადიხარ, უჯიგრო კაცი ცხოვრებაშიც იჩაგრება !!!???
gio
07 აგვისტო 2016 13:02
0
მუდრანოვთან ისე გავიდა, ვიცოდი რომ წააგებდა, იმ იაპონელზე მაინც არ მოეგო, ეგებ იაპონელს მოეგო რუსისთვის, მაგარი მანდრაჯიტ გამოვიდა, სჰემეცოდა დაჯე, ძროხა რომ მიყავთ სასაკლაოზე ისე მიდიოდა ტატამისკენ, კაცს ჯიგარი უნდა გქონდეს საჭიდაოდ რომ გადიხარ, უჯიგრო კაცი ცხოვრებაშიც იჩაგრება !!!???
gio
07 აგვისტო 2016 13:02
0
komentatori rom gvyvas meore ikneb vinmem moacilos akaurobas magari tarsi kacia da magari gaunatlebeli,ra gvaria arcki vici asakiania prvelze.
halagaji
07 აგვისტო 2016 11:49
0
მუდრანოვი უძლიერესი იკო,სუფთად გააკეტა კველაფერი,ისეთი ძიუდო დაგვანახა სადაც პროფესიონალიზმი უმაგლეს დონეზე ქონდა.
beso
07 აგვისტო 2016 11:43
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული