რიო 2016: ამირან პაპინაშვილმა მედლის მოპოვების შანსი ვერ გამოიყენა

AutoSharing Option
6 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოსთვის პირველი მედლის მოპოვების შანსი ძიუდოისტმა ამირან პაპინაშვილმა (-60 კგ) ვერ გამოიყენა, რომელმაც ბრინჯაოსთვის შეხვედრა უზბეკ დიორბეკ უროზბოევთან დათმო და მეხუთე ადგილს დასჯერდა.

უზბეკმა შეხვედრის დასაწყისშივე იუკო მოიპოვა და ორი გაფრთხილების მიუხედავად, ბოლომდე შეინარჩუნა უპირატესობა.

28 წლის ქართველი ძიუდოისტი შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაება, სადაც ჯერ კანადელ სერხიო პესოას ვაზარ-იუკოთი სძლია, შემდეგ კი ბულგარელ იანისლავ გერჩევს იპონით აჯობა. პაპინაშვილმა 1/4-ფინალში იაპონელ მსოფლიოს ჩემპიონ ნაოჰისა ტაკატოსთან იპონით გაიმარჯვა, 1/2- ფინალში კი რუსთა
ევროპის სამგზის ჩემპიონთან, მსოფლიოს ფინალისტ ბესლან მუდრანოვთან სუფთად დამარცხდა.

ხვალ, 7 აგვისტოს, ქართველ ძიუდოისტთაგან 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი იასპარეზებს.
მკითხველის კომენტარები / 12 /
რუსს აშკარად მიყავდა ჭიდაობა, მაგრამ ბრინჯაო უნდა აეღო... არაუშავს ძიუდოა და ისეთები ხდება ვერ დაიჯერებ, წარმატებები ამირანს და ყველა ქართველს, ჯერ ახალგაზრდები არიანი ძირითადად და წინაა ყველაფერი...
PARFIUMER
19:05 07-08-2016
0
გრამიტონ ძალიან დიდი შეხედულება გქონია ქართულ ძიუდოზე.აგერ ეხლა მარგველაშვილმა ისე მოწმინდა კისრით ტატამი მე მგონი ოლიმპადის დამთავრებამდე მტვერი აღარ დაედება.ვარლამი და ჭრიკიშვილი თუ შევიდნენ სამეულში მაგარი იქნება
koki
18:14 07-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული