რიო 2016: ლაშა შავდათუაშვილი მეოთხედფინალშია!

AutoSharing Option
8 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოს ტურნირში, 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში წარმატებით ასპარეზობს ლაშა შავდათუაშვილი, რომელმაც ორი ორთაბრძოლა მოიგო და მეოთხედფინალშია.

ოლიმპიურმა და ევროპის 24 წლის ქართველმა ჩემპიონმა, რომელიც შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაება, ჯერ კუბელ მაგდიელ ესტრადას სძლია სუფთად, შემდეგ კი - შრილანკელ ჩამარა რეპიიალაჯს.

1/4-ფინალში შავდათუაშვილი იაპონელთა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი შოჰეი ონოს შეხვდება.

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
შავდათუაშვილს ეტყობოდა, რომ იპონით წაგების შიში ჰქონდა (საფუძვლიანადაც) და ამიტომაც წააგო დამსახურებულად ვაზარით....
შამპანურის სმას კი ცოტა მეტი რისკი სჭირდება....
20:53 08-08-2016
0
ისევ ავთო და ვარლამი თორე ამათმაც თუ იგივე გაიმეორეს აღარც უნდა ჩამოუშვან უკან
koki
20:27 08-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული