რიო 2016: ლაშა შავდათუაშვილი ბრძოლას ბრინჯაოსთვის გააგრძელებს

AutoSharing Option
8 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოში, 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში, ლაშა შავდათუაშვილმა მესამე ორთაბრძოლა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი შოჰეი ონოსთან ვაზარით დათმო და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

რეპეშაჟში ლაშას მეტოქე რუსი დენის იარცევი იქნება.

ოლიმპიურმა და ევროპის 24 წლის ქართველმა ჩემპიონმა, რომელიც შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაება, თავდაპირველად ჯერ კუბელ მაგდიელ ესტრადას სძლია სუფთად, შემდეგ კი - შრილანკელ ჩამარა რეპიიალაჯს, მაგრამ მეოთხედფინალში იაპონელთან დამარცხდა.

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
მკითხველის კომენტარები / 10 /
რამდენჯერ მოგწეროთ ე.წ.საზმაუწყებელს?ესაა სამაუწყებელი?მოამბე გამორთეთ არაფერში მჭირდება.რატო ითიშება ოლიმპიდა და სპორტული გადაცემები.ფასიანი არხია მარტო ჩართული.გლობალის ანტენებზე რატო თიშავთ?
gigusha
22:31 08-08-2016
0
ლაშა, დღეს 8 აგვისტოა, შენს წინააღმდეგ რუსი დგას, უნდა შეჭამო!!!
დათო
22:35 08-08-2016
0

სიახლეები პოპულარული