8 აგვისტოს ქართველი არ წააგებს რუსთან! ლაშა შავდათუაშვილმა იარცევი დაჩაგრა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოში, 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში, ლაშა შავდათუაშვილმა რეპეშაჟში რუსი დენი იარცევი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

შავდათუაშვილი თავიდან იუკოთი აგებდა, თუმცა რამდენიმე წუთში მეტოქეს ვაზარი აუღო, მომდევნო ილეთით უკვე იპონიც მიითვალა.

ქართველის სპორტსმენი ბრინჯაოსთვის მედლისთვის ებრაელ საგი მუკისთან იჭიდავებს.

ოლიმპიურმა და ევროპის 24 წლის ქართველმა ჩემპიონმა, რომელიც შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაება, თავდაპირველად ჯერ კუბელ მაგდიელ ესტრადას სძლია სუფთად, შემდეგ კი - შრილანკელ ჩამარა რეპიიალაჯს, მაგრამ მეოთხედფინალში იაპონელთან დამარცხდა.

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი
მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ამის მერე კიდე უფრო გული დამწყდა ლაშამ ოქრო რო ვერ მოიგო, თუმცა უნდა ვაღიაროთ ,რომ ის იაპონელი მართლა უძლეველი იყო გუშინ,ყოჩაღ ლაშა,ყველაფერი წინ გაქვს და მაგ იაპონელსაც მიაგებ მალე საკადრისს დარწმუნებული ვარ,გაიხარე...
0
ვულოცავ ლაშას !!!
ონოს მხოლოდ ლაშასთან დაჭირდა 5 წუთი გამარჯვებისთვის, სხვა ყველას წმინდად მოუგო.
არც ისე შორს არის ის დრო, რომ ლაშამ ონო გააკრას ტატამს.
დათო
11:23 09-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული