რიო 2016: ლაშა შავდათუაშვილმა საქართველოს პირველი მედალი მოუტანა!

AutoSharing Option
ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს პირველი მედალი მოუტანა. 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში ლაშა ებრაელ საგი მუკის შეხვდა და მეტოქე იპონით დაამარცხა.

ამრიგად, შავდათუაშვილმა ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე მოპოვებულ ოლიმპიურ ოქროს, ამჯერად ოლიმპიური ბრინჯაო შემატა.

რიოში შავდათუაშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო. თავდაპირველად მან სუფთად კუბელ მაგდიელ ესტრადას სძლია, შემდეგ კი შრილანკელ ჩამარა რეპიიალაჯს მოუგო. მეოთხედფინალში შავდათუაშვილი იაპონელთა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ შოჰეი ონოსთან დამარცხდა.

ამის შემდეგ ქართველი სპორტსმენი რეპეშაჟში გადავიდა, სადაც დრამატულ
ბრძოლაში რუსი დენის იარცევი დაამარცხა.

- 8 აგვისტოს ქართველი არ წააგებს რუსთან! ლაშა შავდათუაშვილმა იარცევი დაჩაგრა [VIDEO]

9 აგვისტოს ოლიმპიურ თამაშებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) ჩაებმება.
მკითხველის კომენტარები / 21 /
გილოცავთთთ
kixa
00:21 09-08-2016
0
შენ გაიხარე ჩვენი გახარებისთვის!!!
ალეკო
00:22 09-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული