ქართველმა ძიუდოისტმა რუსი მეტოქე რეპეშაჟში დაამარცხა. არადა, შეხვედრას იუკოთი რუსი ფალავანი იგებდა, თუმცა ლაშამ ბოლო 30 წამში შეძლო ჯერ ვაზარის მოპოვება, შემდეგ კი იპონით გამარჯვება. ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ ქართველმა ძიუდოისტმა ემოციური ჟესტით რუს სპორტსმენს საქართველოს დროშაზე მიანიშნა.
"დღეს ისეთი დღე იყო, ვფიქრობდი, რომ მე უფლება არ მქონდა, ეს შეხვედრა წამეგო. ცოტა ვნერვიულობდი კიდევაც, იმიტომ,
იარცევთან გამარჯვების შემდეგ ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ებრაელი საგი მუკი დაამარცხა და ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
- რიო 2016: ვაშა ლაშას! პირველი და ისტორიული მედალი [VIDEO]
გენაცვალე ლაშა მე შენ ქართულ ჯიგარში
აი შენნაირები რომ იბრძოდა ბევრი, იმიტომაც იყო რომ ბევრი ისეთი მოკვდა, ვისი სიკვდილის აცილებაც შეიძლებოდა...
შენ რა პატრიოტიზმი უნდა ასწავლო სხვას??? 2008-ში იბრძოდი, შენს გვერდით ქართველ ბიჭებს დამპყრობი რუსი ხოცავდა, შენს ქვეყანას მიწებს ართმევდა და შენ მოუწოდებ შავდათუაშვილს რომ ზიზღი არ გამოხატოს რუსების მიმართ?...
შენნაირი მებრძოლის მქონე ქვეყანა ბოლომდე როგორ ვერ დაგვიპყრო არ გიკვირს?
ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ თქვენს აზრს არანაირი მნიშვნელობა ჩემთვის არ აქვს. ანონიმი ვაიქართველების და ვითომ სპორტული სულისკვეთების დამცველების, სინამდვილეში კი უბრალოდ რუსეთუმეების (რამდენი დაგროვილხართ ამ საიტზე, ფეისბუკში რატომ ვერც ერთი ვერ ბედავთ ამას?!) დემაგოგიური განცხადებები აბსოლუტურად არ მაწუხებს.