ლაშა შავდათუაშვილი: უფლება არ მქონდა, 8 აგვისტოს რუსთან წამეგო

AutoSharing Option
8 აგვისტოს, ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა, რომელმაც რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რუსი დენის იარცევის დამარცხების შემდეგ ემოციური კომენტარი "რუსთავი 2"-თან გააკეთა.

ქართველმა ძიუდოისტმა რუსი მეტოქე რეპეშაჟში დაამარცხა. არადა, შეხვედრას იუკოთი რუსი ფალავანი იგებდა, თუმცა ლაშამ ბოლო 30 წამში შეძლო ჯერ ვაზარის მოპოვება, შემდეგ კი იპონით გამარჯვება. ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ ქართველმა ძიუდოისტმა ემოციური ჟესტით რუს სპორტსმენს საქართველოს დროშაზე მიანიშნა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
"დღეს ისეთი დღე იყო, ვფიქრობდი, რომ მე უფლება არ მქონდა, ეს შეხვედრა წამეგო. ცოტა ვნერვიულობდი კიდევაც, იმიტომ,
რომ 8 აგვისტო იყო და ჩვენი გმირების სახელით, მე უფლება არ მქონდა, გავსულიყავი და ყველაფერი არ გამეკეთებინა, რათა მეჩვენებინა, რომ ჩვენი ქვეყანა ძლიერია და არ ვართ სუსტები”, - განაცხადა შავდათუაშვილმა შეხვედრის შემდეგ.

იარცევთან გამარჯვების შემდეგ ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ებრაელი საგი მუკი დაამარცხა და ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

- რიო 2016: ვაშა ლაშას! პირველი და ისტორიული მედალი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 22 /
ცალკეულ რუს სპორტსმენთან ,ხალხთან ნორმალური ურთიერთობა კარგია,მაგრამ ისისც საჭიროა ვიცოდეთ–სპორტსმენი პუტიბის პოლიტიკის მომხრეა თუ წინააღმდეგი?... როგორია პუტინის დამოკიდებულება სპორტული შეჯიბრების მიმართ?პუტინისთვის სპორტული გამარჯვებები არის მისი ავტორიტარული ძალაუფლების განმტკიცების ერთ–ერთი პროპაგანდისტული საშუალება(,,ვსტავანიე ს კოლენ,,)(((კორუფციული გარიგებები სოჭის ოლიმპიადის და მუნდიალის მასპინძლობისთვის(მგონი სულ მცირე არსებობს საფუძვლიანი ეჭვი),დოპინგ–სკანდალი შარდის გამოცვლით საბოლოოდ ამტკიცებს,რომ პუტინი არ მიიჩნევს სპორტს,როგორც მხოლოდ სპორტულ შეჯიბრებას და თაღლითობა შარდით საბოლოოდ ამტკიცებს,რომ პუტინი ყველაფერს კადრულობს გამარჯვებისთვის,შესაბამისად ვერანაირი სპორტული პაექრობა რუსეთის ნაკრებთან ან რუსეთის სახელით მოასპარეზე სპორტსმენთან ვერ ჩაითვლება ამხანაგურად...
ზაზა
22 აგვისტო 2016 15:24
0
რუსი სპორტსმენები არ აკეთებენ ჩვენთან მიმართებაში ეგეთ ჟესტებსო... გაგაგიჯებს ეს ხალხი რა... იმოდენა მიწა წაგვართვეს და კიდევ მადლობელი ხართ ჟესტებს არ გვიკეთებენო? არ გინდათ ჩახვიდეთ მოსკოვში მედესანტეების დღეზე და მათ რიგებში გაისეირნოთ ქართველმა? ან ნებისმიერ დროს გაიაროთ ქართული გარეგნობით რუს სკინხედებში? არ გინდათ მთელი სიცხადით შეიგრძნოთ ქართველების მიმართ რუსების "სიყვარული და პატივისცემა"? ასე თუ გაიგებთ რეალობაში რუსი რა არის ჩვენი ქვეყნისთვის, თორემ წიგნების წამკითხველი თქვენ არ იქნებით, რომ რუსეთის "ნავაჟკაცარები" გაიგოთ ჩვენი ქვეყნის მიმართ 1783 წლიდან მოყოლებული
ლევანი
22 აგვისტო 2016 14:46
0
რუსეთუმეებო სულ ცოტა ხნის წინ იყო სოჭის ოლიმპიადა და თუ სადმე არ გქონდათ თავი შეყოფილი გემახსოვრებათ საქართველოს გამოცხადებისას აფხაზეთის და სამაჩაბლოს ადგილად ჩსვენს რუქაზე როგორი ნისლი აჩვენეს და თქვენი მოკლე ჭკუით რას ფიქრობთ - ეს არ იყო პოლიტიკა და მხოლოდ დიზაინერული ჩანაფიქრი იყო? თუ რუსეთიდან ეს ჟესტი თქვენთვის მისაღებია და ქართველის ვაჟკაცური ჟესტი მიუღებელი???

გენაცვალე ლაშა მე შენ ქართულ ჯიგარში
ქუთათური
22 აგვისტო 2016 14:39
0
კაცი 2008-ში იბრძოდი და რუსები არ გეზიზღება?

აი შენნაირები რომ იბრძოდა ბევრი, იმიტომაც იყო რომ ბევრი ისეთი მოკვდა, ვისი სიკვდილის აცილებაც შეიძლებოდა...

შენ რა პატრიოტიზმი უნდა ასწავლო სხვას??? 2008-ში იბრძოდი, შენს გვერდით ქართველ ბიჭებს დამპყრობი რუსი ხოცავდა, შენს ქვეყანას მიწებს ართმევდა და შენ მოუწოდებ შავდათუაშვილს რომ ზიზღი არ გამოხატოს რუსების მიმართ?...

შენნაირი მებრძოლის მქონე ქვეყანა ბოლომდე როგორ ვერ დაგვიპყრო არ გიკვირს?
Alika - ს
22 აგვისტო 2016 14:24
0
ჯიგარი ხარ , ლაშა
ლია კობერიძე
14 აგვისტო 2016 12:57
0
მანამდე ლაშა, ძალიან თბილად მოექცა რუსს, როდესაც დაჯახების შემდეგ, ხელი ძალიან თბილად ჩამოართვა. მერე რომ მოიგო საქარტველოს დროშაზე მიანიშნა, იარცევს კი არა, ეგ ჟესტი პუტინზე იყო გამიზნული
lasha19
09 აგვისტო 2016 16:28
0
რუსეთმა 200 წელია ასე მიწაზე დაგდებული ვყევართ, კი კორექტულად გვექვევიან მაგრამ რად გინდა აფხაზეთი და სამაჩაბლო წაგვართვეს მეტი რა უნდა გვიქნან ვერ გავიგე რომ მტერი დაუძახო.
vato
09 აგვისტო 2016 15:10
0
დიახ ლაშა იმ სოფლიდანაა სადაც რუსებმა ითარეშეს სადაც უდანაშაულო ხალხს მთელი ცხოვრების ნაშრომი გაუნადგურეს და გადაუწვებს, სადაც უდანაშაულო კაცი მხოლოდ იმიტომ მოკლეს რომ ქართველი იყო, და ეს ყველაფერი მან თავის უბანში ნახა, სხვანაირად არც უნდა მოქცეულიყო და ყველაზე სწორი საქციელი გააკეთა, არ გინდათ ეხლა რაგაჩ სიაფანდი საუბარი და ყველამ თავის მამიდას მიხედოს. მაშინ სად იყვნენ ეგ რუსი სპორტსმენები როცა რუსეთი მიწასთან გვასწორებდა..ჩვენი უბედურება ისაა რომ მტერს მტერს არ ვეძახით და მოყვარეს მოყვარეს..და ეგაა სწორი შენს მტერთან რომ გაათმაგებულად უნდა დაიხარჯო..გენაცვალე ლაშა ოქროს ადამიანი ხარ.
დუდუ
09 აგვისტო 2016 13:27
0
Teimuraz-s

ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ თქვენს აზრს არანაირი მნიშვნელობა ჩემთვის არ აქვს. ანონიმი ვაიქართველების და ვითომ სპორტული სულისკვეთების დამცველების, სინამდვილეში კი უბრალოდ რუსეთუმეების (რამდენი დაგროვილხართ ამ საიტზე, ფეისბუკში რატომ ვერც ერთი ვერ ბედავთ ამას?!) დემაგოგიური განცხადებები აბსოლუტურად არ მაწუხებს.
Teimuraz
09 აგვისტო 2016 13:18
0
ეს კაცი კვარაცხელიას და ფიფიას ზმაკაცია როგორ მოხვდა გულზე ლაშას გამარჯვება
შოთა გუგეშაშვილი
09 აგვისტო 2016 13:06
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული