ირაკლი უზნაძე: ლაშა შავდათუაშვილის გამარჯვება დიდი სტიმული იქნება

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ ლაშა შავდათუაშვილის გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ შავდათუაშვილმა ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ებრაელი საგი მუკი დაამარცხა და საქართველოს რიოს ოლიმპიადაზე პირველი მედალი მოუტანა.

- რიო 2016: ვაშა ლაშას! პირველი და ისტორიული მედალი [VIDEO]

"პირველ რიგში, მინდა მივულოცო მთელ საქართველოს ეს დიდი გამარჯვება და რიოს ოლიმპიურ თამაშებზე პირველი მედალი. ლაშა იმ სპორტსმენთაგანია, რომელიც შეჯიბრებაზე 100 პროცენტით იხარჯება, რისი ნათელი დასტურიც დღეს ვიხილეთ.

ეს გამარჯვება დიდი სტიმული იქნება მომდევნო დღეებში სხვა სპორტსმენებისთვის. იმედია, ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ,
რომ კიდევ ერთხელ გაახარონ საქართველო", - განაცხადა უზნაძემ საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტთან.
მკითხველის კომენტარები / 1 /
Abaraaa!!! Msoflios dziudos goliatebi gvyavs, chirika,anakonda, beqa da oqri darwmunebuli varrom medlebs dadebenda tan umaglesi sinjis,rio tqvenia bichebo,moiget egturnirida mere kopa kabanas plajze mofarfate lamazmanebi alali iyos tqvenze
Alika
13:54 09-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული