ჭრიკიშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, სადაც კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალესს შეხვდა. ქართველმა სპორტსმენმა მეტოქე იუკოთი დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
ჭრიკიშვილი მერვედფინალში სალვადორელ ხუან დიეგო ტურკიოს შეხვდება.
ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.