რიო 2016: ავთანდილ ჭრიკიშვილი მეოთხედფინალშია!

AutoSharing Option
9 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოს ტურნირში, 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში წარმატებით ასპარეზობს ავთანდილ ჭრიკიშვილი, რომელმაც ორი ორთაბრძოლა მოიგო და მეოთხედფინალშია.

ჭრიკიშვილმა, რომელიც შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაება, ჯერ კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალესს სძლია იუკოთი, შემდეგ კი სალვადორელ ხუან დიეგო ტურსიოსს გაფრთხილებების ხარჯზე მოუგო.

1/4-ფინალში ჭრიკიშვილის მეტოქე იტალიელი მატეო მარკონჩინი იქნება.

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გააჩუმეთ, გააჩუმეთ კომენტატორები!!!
zurab
19:23 09-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული