რიო 2016: ავთანდილ ჭრიკიშვილი ნახევარფინალშია!

AutoSharing Option
9 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოს ტურნირში, 81კგ-მდე წონით კატეგორიაში წარმატებით ასპარეზობს ავთანდილ ჭრიკიშვილი, რომელმაც სამი ორთაბრძოლა მოიგო და ნახევარფინალშია.

ქართველი ძიუდოისტი შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაება, სადაც ჯერ კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალესს სძლია იუკოთი, შემდეგ კი - სალვადორელ ხუან დიეგო ტურსიოსს გაფრთხილებების ხარჯზე აჯობა. ჭრიკიშვილმა უმნიშვნელოვანესი ბრძოლა 1/4-ფინალში იტალიელ მატეო მარკონჩინისთან გამართა და ვაზარ-იუკოთი გაიმარჯვა.

ნახევარფინალში ავთოს მეტოქე ამერიკელი ტრევის სტივენსი იქნება. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 22:30 საათიდან დაიწყება. ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის
"პირველი არხი" წარმოადგენს.
მკითხველის კომენტარები / 14 /
რატომ ითიშება საზოგადობრივი მაუწყებელი სპორტული გადმოცემების დროს რატომ.ამისთვის ფინანსდება.
0
პირველი არხი როგორც ყოველთვის....
ანდრი
22:08 09-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული