ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის რიოს ოლიმპიადა დამთავრდა

AutoSharing Option
მსოფლიოს პირველი ჩოგანისთვის, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის, რიოს ოლიმპიადა დასრულებულია.

ერთეულებში ხუან მარტინ დელ პოტროსთან წაგების შემდეგ ნოვაკმა და ნენად ჟიმონჟიჩმა წყვილების მეორე წრეში წააგეს ბრაზილიელების დუეტთან - მარსელო მელომ და ბრუნო სოარეშმა 6:4, 6:4 მოიგეს.

ასე რომ, 29 წლის სერბის კოლექციაში ისევ არ მოიძებნება არც ერთი სინჯის ოლიმპიური მედალი.

"მიქსტში თამაშს არ ვაპირებ, - უთხრა ჟურნალისტებს ჯოკოვიჩმა. - რაც შეეხება ჩემ მონაწილეობას მომდევნო ოლიმპიადაზე, იმედი მაქვს, რომ ტოკიოში გამოვალ და ოქროს მედლის მოპოვების კიდევ ერთ შანსს მივიღებ".

რიო-დე-ჟანეიროდან ჯოკოვიჩი აშშ-ში
გაემგზავრა და იქ ამერიკის ღია პირველობისთვის მზადებას დაიწყებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული