რიოს ოლიმპიადის პრიზიორ ძიუდოისტს კრიმინალებმა თვალი ჩაულურჯეს

AutoSharing Option
ბელგიელ ძიუდოისტ დირკ ვან ტიხელტს, რომელმაც რიოში მიმდინარე ოლიმპიადაზე 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მძარცველებმა თვალი ჩაულურჯეს.

ბელგიელმა ძიუდოისტმა რიოში თანაგუნდელებთან ერთად წარმატების კოპაკაბანის პლაჟზე აღნიშვნა მოინდომა, სადაც მოხდა კიდეც ინციდენტი. მის ამხანაგს ადგილობრივმა კრიმინალებმა ტელეფონი მოპარეს და გაიქცნენ, დადევნებულ ძიუდოისტს კი სახეში მუშტი თხლიშეს.

თვალჩალურჯებულ ტიხელტს, რომელსაც კლინიკაში გამოკვლევა ჩაუტარეს, სერიოზული ტრავმა არ დაუდგინდა.

შეგახსენებთ, რომ ამავე წონაში ბრინჯაოს მეორე პრიზიორი ლაშა შავდათუაშვილი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული