ბელგიელმა ძიუდოისტმა რიოში თანაგუნდელებთან ერთად წარმატების კოპაკაბანის პლაჟზე აღნიშვნა მოინდომა, სადაც მოხდა კიდეც ინციდენტი. მის ამხანაგს ადგილობრივმა კრიმინალებმა ტელეფონი მოპარეს და გაიქცნენ, დადევნებულ ძიუდოისტს კი სახეში მუშტი თხლიშეს.
თვალჩალურჯებულ ტიხელტს, რომელსაც კლინიკაში გამოკვლევა ჩაუტარეს, სერიოზული ტრავმა არ დაუდგინდა.
შეგახსენებთ, რომ ამავე წონაში ბრინჯაოს მეორე პრიზიორი ლაშა შავდათუაშვილი გახდა.