რიო 2016: ვალერი ლიპარტელიანი მეოთხედფინალში გავიდა!

AutoSharing Option
ქართველი ძიუდოისტი ვალერი ლიპარტელიანი (90) რიოს ოლიმპიადაზე მეოთხედფინალში გავიდა. ლიპარტელიანმა მერვედფინალში ნაურუელი ოვინი უერა შებოჭვით, ერთ წუთში დაამარცხა.

27 წლის ქართველი ძიუდოისტი მეოთხედფინალში მონღოლ ოგტონბაატარ ლხაგვასურენს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ლიპარტელიანი პირველ წრეში ისვენებდა. მეორეში კი კომრონშოკ უსტოპირიონს ასევე ბოჭვით აჯობა.

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
მიდი ლიპოოოოო, კიდევ სამი ეგეთი!!!
0
მიდი ლიპო ჯიგარი ხარ,დღეს ოქრო უნდა დადო ღმერთის წყალობით.
ირაკლი წყალტუბელი
19:37 10-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული