შენგელი ფიცხელაური: ლიპარტელიანს თავიდანვე აგრესიულად რომ ეჭიდავა...

AutoSharing Option
გაზეთმა "ლელომ" რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე ვალერი ლიპარტელიანის ფინალური შეხვედრის შეფასება ყოფილ ძიუდოისტს, მსოფლიოს პრიზიორს, ევროპის სამგზის ფინალისტ შენგელი ფიცხელაურს სთხოვა.

90 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში ლიპარტელიანი იაპონელ მაშუ ბეიკერთან იუკოთი დამარცხდა.

- რიო 2016: თავი მაღლა! გვიხარია, შენ რომ გვყავხარ! [VIDEO]

"ლიპარტელიანი ოლიმპიადისთვის კარგად იყო მომზადებული, მაგრამ დაუშვა ერთი შეცდომა და მერე დრო არ ეყო ანგარიშის გასაქვითავად. ვფიქრობ, მას თავიდანვე ისე აგრესიულად რომ ეჭიდავა, როგორც - ბოლო მონაკვეთში, შეიძლებოდა გამხდარიყო ოლიმპიური ჩემპიონი.

თუმცა მიმაჩნია, რომ არც ვერცხლია
ურიგო შედეგი და უნდა მივულოცოთ ლიპარტელიანს.

ის ძალიან ძლიერად და ჭკვიანურად ჭიდაობდა, მაგრამ იაპონელსაც კარგად ჰყავდა შესწავლილი - რამდენჯერაც ამან ილეთი წამოიწყო, ის იმწამსვე ვარდებოდა. ვფიქრობ, მსაჯს ადრე უნდა მიეცა გაფრთხილება, რადგან ძალიან პასიურობდა.

დასანანია, ჩემპიონი რომ ვერ გახდა. ისე იჭიდავა, ერთი შეცდომაც არ დაუშვია. თუმცა ფინალში ზედმეტი სიფრთხილეც დავინახე, იმის მიუხედავად, რომ იაპონელი არ აძლევდა ჭიდაობის საშუალებას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ზუსტად მეც ამას ვიტყვოდი.
zurab
17:12 11-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული