რიო 2016: ფეხბურთის ტურნირში პლეი ოფი დაკომპლექტდა
AutoSharing Option
რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე საფეხბურთო ტურნირის პლეი ოფი სრულად დაკომპლექტდა.
1/4-ფინალში მასპინძელი ბრაზილიის 23-წლამდელთა ნაკრები კოლუმბიის თანატოლთა გუნდს დაუპირისპირდება. გერმანიის ოლიმპიური ნაკრები პორტუგალიას შეხვდება, სამხრეთ კორეა - ჰონდურასს, ხოლო ნიგერია - დანიას.
შეხვედრები თბილისის დროით 13-14 აგვისტოს გაიმართება.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.