რიო 2016: ბაჩანა ხორავამ სიგრძე ხტომაში საკვალიფიკაციო ვერ დაძლია

AutoSharing Option
თბილისის დროით 13 აგვისტოს, რიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა სიგრძეზე მხტომელმა ბაჩანა ხორავამ, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ დაძლია.

სამწუხაროდ, ჩხოროწყუელმა მძლეოსანმა რიოში დაბალი შედეგი აჩვენა - 7.77 მეტრი (მისი საუკეთესო შედეგია 8.25). ამ ნახტომით ხორავამ მე-19 ადგილი დაიკავა და ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება ვერ მოიპოვა.

ქართველ მძლეოსანთაგან რიოში შემდეგი გამომსვლელი ლაშა თორღვაიძეა (სამმაგი ხტომა), რომელიც საქართველოს დროით 15 აგვისტოს იასპარეზებს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
სამი შვიდიანი (7,77) კარგი ციფრებია ავტომანქანის ნომრისთვის XO777RA.
გე-გე.
11:04 14-08-2016
0
სადღაც 8 მეტრს ველოდი,საინტერესოა ბაჩანას კომენტარი,ტრავმა ხომ არ ჰქონდა?ოლიმპიადის წინ კაი ხანია არ გამოსულა,საშეჯიბრო პრაქტიკა ხომ არ მოაკლდა?ან ხომ არ გადაიწვა?
სოსო
16:16 13-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული