მსაჯების თხოვნით, სალომე ფაჟავა ოლიმპიადაზე "რაჭულის" თანხლებით გამოვა

AutoSharing Option
ქართველი ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავა რიო დე ჟანერიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე რამდენიმე საგნით სხვადასხვა მუსიკის ფონზე ივარჯიშებს, ერთ-ერთი კი "რაჭული" იქნება.

საქმე ისაა, რომ ტანმოვარჯიშეები ყოველი ახალი სეზონის წინ პროგრამას ცვლიან - ვარჯიშსაც და მუსიკასაც. ფაჟავას კი, რომელმაც "რაჭულის" თანხლებით ჯერ მოსკოვის გრან-პრიზე, შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა, ოლიმპიადისთვის იგივე პროგრამის დატოვება სთხოვეს.
იხილეთ ვიდეო
სალომე ფაჟავა მოსკოვის გრან-პრიზე გურზებით რაჭულის ფონზე გამოვიდა
Sportall.Ge

ამგვარად, ქართველი ტანმოვარჯიშე, რომელიც რიო დე ჟანერიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე 19 აგვისტოს იასპარეზებს, გურზებით "რაჭულის" თანხლებით ივარჯიშებს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
სალომეს წარმატებებს ვუსურვებ.. ძალიან კარგი და ნიჭიერი გოგონაა :) მოქნილი, ჰაეროვანი-ნამდვილი ფერია.

და, მსაჯები როდის იყო, რომ რაიმეს უკვეთავდნენ მონაწილეებს? ჯერ ერთი, ყოველგვარი კონტაქტი აკრძალული აქვთ და მერე მეორე, მსაჯების კოლეგია შეჯიბრის წინ დგება...
ენლილ
14 აგვისტო 2016 20:06
0
მაგ ცეკვის ნახვა ერთი სიამოვნებაა.სალომე,გამარჯვებას და ყველასგან ისეთივე მოწონებას, სიყვარულს გისურვებ,როგორსაც მე განვიცდი.
სავარჯიშო დარბაზი ნორმალური რომ ჰქონოდათ .ლუბა გოლოვინაც და სალომე ფაჟავაც ამდენ ტრავმას არ მიიღებდნენ და ოქროსთვისაც იბრძოლებდნენ,ასე კი ლუბას მე-7 ადგილი გმირობა იყო და სალომე მრავალჭიდში მედალს თუ შესწვდა სასწაული იქნება
სოსო
14 აგვისტო 2016 19:59
0
რა კარგი ტიპია... ზუსტად უხდება მხატვრულ ტანვარჯიშს.
წარმატებებიიიი....
14 აგვისტო 2016 17:32
0
წარმატებებს გისურვებთ სალომე
იბრწყინე შენი ნიჭით და სილამაზით
ვამაყობთ შენით
თამარი
14 აგვისტო 2016 10:36
0
წარმატებები!
dagvibrundi gamarjvebit !!!
14 აგვისტო 2016 00:07
0
Magaria
ffg
13 აგვისტო 2016 19:47
0

სიახლეები პოპულარული