რიო 2016: რობერტ კობლიაშვილი მერვედფინალში დამარცხდა

AutoSharing Option
15 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, მერვედფინალში დამარცხდა რობერტ კობლიაშვილი (85), რომელიც გერმანელ დენის კუდლას ვერ გაუმკლავდა.

პირველი პერიოდი 0:0 დასრულდა. ამის შემდეგ პირველი ქულა ევროპის ქართველმა ვიცე-ჩემპიონმა მოიპოვა, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე 30 წამით ადრე გერმანელმა შეძლო გათანაბრება. უპირატესობა ბოლოს მოპოვებულ ქულას ენიჭება და 1/4-ფინალში კუდლა გავიდა. გააგრძელებს თუ არა კობლიაშვილი ბრინჯაოსთვის ბრძოლას, კუდლას შედეგებზეა დამოკიდებული.

სასტარტო შეხვედრაში რობერტ კობლიაშვილმა მექსიკელ ალფონსო ანტინიო ლეივა იეპეს მოუგო.

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
"zogadad"-ს. პრინციპში, გეთანხმები. აი, კალათბურთი დავტოვოთ. ამ დღეებში სპორტის სასახლეში ჩატარებულ თამაშებში კარგი შედეგი აჩვენეს. რაგბიც დავტოვოთ. აი, დანარჩენი ნამდვილად გასაუქმებელია. პირველ რიგში ფეხბურთი და ჭიდაობის ყველა სახეობა. ამ ყველაზე არაკომერციულ სპორტში რაღაცას მოიგებენ და ეგრევე პარლამენტარობა უნდათ:)
გიო
21:57 15-08-2016
0
დმაო ნატესაობიტ მიდის დგეს ყველაფერი,სპორტსჰი რა უნდა გაუნატლებელ ხალხს ის ტუნდაც ოლიმპიადის ტუ მსოფლიოს ჰემპიონიააა.
ბაჯო
19:22 15-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული