რიო 2016: იაკობ ქაჯაია მეოთხედფინალში დამარცხდა

AutoSharing Option
რიო დე ჟანერიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში იაკობ ქაჯაია (130კგ) მეოთხედფინალში დამარცხდა.

ქართველი მოჭიდავე მეოთხედფინალში რუს სერგეი სემიონოვთან ანგარიშით 0:5 დამარცხდა. იმ შემთხვევაში, თუ რუსი მოჭიდავე ფინალში გავა, ქაჯაია რეპეშაჟში გადაინაცვლებს და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ სასტარტო შეხვედრაში ბრაზილიელ ედუარდ სოგომონიანთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ქართველი მოჭიდავე მერვედფინალში უკრაინელ ალექსანდრ ჩერნეცკის შეხვდა, რომელიც სუფთად დაამარცხა.

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ასე ჯერ არ ჩაფლავებულან ქართველები.ალბად ოლიმპიადაზე წასვლა ჩაწყობითაა,თორემ სპორცმენებს წაიყვანდნენ და ოქროს მოვიგებდით.ეს არაა ის,რომ არ გვიმართლებს.ეს ნიშნავს,რომ პასუხისმგებლობა არ აქვთ ერის წინაშე
gela
20:40 15-08-2016
0
მართალია არა აქვთ პასუხისმგებლობა და დასახსნელია ყველა მწვრთნელი და ფედერაციის პრეზიდენტები....მთელი ქვეყანა სულმოუთქმელად ელოდება ეგებ ვიღაცამ გაგვახაროს და ესენი რომ გამოდიან თავიდანვე ხვდები რომ წაგებული აქვთ შეხვედრა.....ამას ჯიბდა საერთოდ არ წასულიყვნენ....იმდეგაცრუებული ვარ
zviadi
21:17 15-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული