რიო 2016: იაკობ ქაჯაია მეოთხედფინალში დამარცხდა

AutoSharing Option
რიო დე ჟანერიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში იაკობ ქაჯაია (130კგ) მეოთხედფინალში დამარცხდა.

ქართველი მოჭიდავე მეოთხედფინალში რუს სერგეი სემიონოვთან ანგარიშით 0:5 დამარცხდა. იმ შემთხვევაში, თუ რუსი მოჭიდავე ფინალში გავა, ქაჯაია რეპეშაჟში გადაინაცვლებს და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ სასტარტო შეხვედრაში ბრაზილიელ ედუარდ სოგომონიანთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ქართველი მოჭიდავე მერვედფინალში უკრაინელ ალექსანდრ ჩერნეცკის შეხვდა, რომელიც სუფთად დაამარცხა.

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ბოი ვასო და კალატოზა რო განაგებენ ჭიდაობას იმიტომ არის კარგად საქმე!!!
0
ერთადერთი ფედერაცია, რომელიც მუშაობს და მომავლისთვის ფიქრობს, კალათბურთის ფედერაციაა. ეს ამ დღეებში ჩატარებულმა თბილისის საკალათბურთო ტურნირმაც გვიჩვენა. დანარჩენები უსაქმურები და უპასუხისმგებლოები არიან. ფაქტი ოლიმპიადის შედეგები და დღეს თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებად დასახელებული ხუთი სპორტსმენია. ანუ, მათ პარლამენტში მოხვედრა და იქ უსაქმურობა აქვთ ცხოვრების მიზნად.
ნიკოლოზი
21:53 15-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული