რიო 2016: კობლიაშვილმა და ქაჯაიამ გამოსვლა უმედლოდ დაასრულეს

AutoSharing Option
15 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე წარუმატებლად იასპარეზეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა ფალავნებმა - რობერტ კობლიაშვილმა (85) და იაკობ ქაჯაიამ (130).

კობლიაშვილი მერვედფინალში გერმანელ დენის კუდლას ვერ გაუმკლავდა, მანამდე კი მან მექსიკელ ალფონსო ანტინიო ლეივა იეპეს მოუგო.

მეოთხედფინალში, რუს სერგეი სემიონოვთან დამარცხდა ქაჯაია. სასტარტო შეხვედრაში მან ბრაზილიელ ედუარდ სოღომონიანს მოუგო, მერვედფინალში კი უკრაინელ ალექსანდრ ჩერნეცკის.

აღსანიშნავია, რომ 85 კგ-ში ოლიმპიური ჩემპიონი რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ფალავანი დავით ჩაკვეტაძე გახდა. 130 კგ-ში კი კუბელი მიჯაინ ლოპესი.

16 აგვისტოს ბერძნულ-რომაულ
ჭიდაობაში 66 კგ-ში შმაგი ბოლქვაძე, ხოლო 98 კგ-ში რევაზ ნადარეიშვილი იჭიდავებენ.

მკითხველის კომენტარები / 18 /
ჩაკვეტაძე რატომ გაუშვით? არ შეიძლებოდა მისი ქვეყნის სახელი დაეცვა და არა მტერის?
guro
02:39 16-08-2016
0
კი მაგრამ ჩაკვეტაძე რატომ გამოდის რუს სახელით და რატომ იღებენ ეს რუს ამდენ ოქროს ჭიდაობაში? რა მდგომარეობაც არის ქვეყანაში დღეს იგივეა სპორტშიც.ნეპოტიზმი,არაპროფესიონალიზმი,არაპატრიოტიზმი,მხოლოდ პირადი წარმატების მიღწე ის სურვილი ნაკლები შრომით. რუსები ჩვენ ვერასდროს გვაჯობებდმენ მაჰრამ ნახეთ რამდენი ჭიდაობის სკოლა აქვს მათ და მერე ჩვენ.რეგიონებში თითო გადამზადებული მწვრთნელის გაგზავნა და უფასო ვარჯიშებს ბევრი იმაზე მეტი უნდა რასაც პრემიებში ირიგებენ ნაცები და ქოცები? უბრალოდ გული მტკივა რა, რადგან არ ვართ ასე ჯაბანიც.
Gamoaqveynet.
06:48 16-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული