რიო 2016: ქართველი ოლიმპიელების განრიგი 16 აგვისტოს

AutoSharing Option
დღეს, 16 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე ოთხი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მედლებისთვის შმაგი ბოლქვაძე (66 კგ) და რევაზ ნადარეიშვილი (98) იბრძოლებენ. საკვალიფიკაციო ეტაპი თბილისის დროით 17:00 სთ-იდან დაიწყება.

- რიო 2016: ბოლო იმედი - ბოლქვაძისა და ნადარეიშვილის გზები მედლებისკენ

დღესვე ძალოსნობაში გამოვლენ ირაკლი თურმანიძე და ლაშა ტალახაძე (ორივე +105). ასპარეზობა A ჯგუფში 22:30 სთ-იდან დაიწყება, B ჯგუფში კი - 02:00 სთ-იდან. ორივე ქართველი ძალოსანი A ჯგუფში გამოვა.

- რიო 2016: ლაშა ტალახაძე -
პატარა გოლიათის დიდი სამიზნე

- რიო 2016: ვეტერანის შანსი - დღეს ირაკლი თურმანიძე მიზნის ასრულებას ეცდება

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ტალახა არ მოდუნდე იმის მიუხადავად რო კონკურენტი არ გყავს ვინმე ჩასაფრებული არ იყოს აბა შენ იცი დღეს პირველი ოლიმპიური ჩემპი გვეყოლება და მეორე ოქროს ხინჩაგიშვილი აიღებს ისიც თითქმის უკონკურენტოა მიდით ოღონდ არ მოდუნდეთთთთთ.
joni
15:08 16-08-2016
0
უკვე აღარ ვიცი მქონდეს თუ არა ბერძენ რომაელების იმედი
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული