რიო 2016: ქართველი ოლიმპიელების განრიგი 16 აგვისტოს

AutoSharing Option
დღეს, 16 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე ოთხი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მედლებისთვის შმაგი ბოლქვაძე (66 კგ) და რევაზ ნადარეიშვილი (98) იბრძოლებენ. საკვალიფიკაციო ეტაპი თბილისის დროით 17:00 სთ-იდან დაიწყება.

- რიო 2016: ბოლო იმედი - ბოლქვაძისა და ნადარეიშვილის გზები მედლებისკენ

დღესვე ძალოსნობაში გამოვლენ ირაკლი თურმანიძე და ლაშა ტალახაძე (ორივე +105). ასპარეზობა A ჯგუფში 22:30 სთ-იდან დაიწყება, B ჯგუფში კი - 02:00 სთ-იდან. ორივე ქართველი ძალოსანი A ჯგუფში გამოვა.

- რიო 2016: ლაშა ტალახაძე -
პატარა გოლიათის დიდი სამიზნე

- რიო 2016: ვეტერანის შანსი - დღეს ირაკლი თურმანიძე მიზნის ასრულებას ეცდება

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ტალახა ოქრო ოქრო ოქრო
avto
13:31 16-08-2016
0
წარმატებები ბიჭებს! თქვენი იმედი აქვს საქართველოს!
ლევანი
14:06 16-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული