უკრაინის სპორტის მინისტრი: ჩაკვეტაძეს ოლიმპიური ოქრო მსაჯმა ყაზარაშვილმა მოაგებინა!

AutoSharing Option
15 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე რუსეთის სახელით მოჭიდავე დავით ჩაკვეტაძის გამარჯვებამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია უკრაინაში. ჩაკვეტაძემ ფინალში სწორედ უკრაინის წარმომადგენელი ჟან ბელინიუკი დაამარცხა, შეხვედრას კი ქართველი მსაჯი თემურ ყაზარაშვილი მსაჯობდა.

უკრაინელები ეჭვობენ, რომ ქართველი მსაჯი თანამემამულე მოჭიდავეს დაეხმარა. ამასთან დაკავშირებით განცხადება სოციალურ ქსელში ქვეყნის სპორტის მინისტრმა იგორ ჟდანოვმაც გაავრცელა.

"ვფიქრობ, ჟან ბელენიუკს ოლიმპიადაზე დამსახურებული ოქრო წაართვეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ სწორედ ეს ვუთხარი მას ტელეფონით საუბრისას. ჩვენთვის ჟან ბელენიუკი ნამდვილი ჩემპიონია! ხოლო იმას, რასაც უსამართლო სპორტულ შეჯიბრში მიითვისებ, არ
შეიძლება ოლიმპიურ თამაშებზე გამარჯვება ეწოდოს".

ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა უკრაინა შედეგის გასაჩივრებას.
მკითხველის კომენტარები / 31 /
დათო გენაცვალე, გილოცავ ამ წარმატებას და გისურვებ მომავალშიც გამარჯვებებს.
sake
19 აგვისტო 2016 18:33
0
ქართველს მოაგებინა ოქრო ტორემ საქართველოში არ ჩამოჰქონდეს.
Ia
17 აგვისტო 2016 00:54
0
სიმართლის მოყვარული-ს მაშინ ავდგეთ და ყველამ ასე მივატოვოთ ქვეყანა ფეხებზე დავიკიდოთ) რაღაცას რომ მიაღწევენ პატარას სპორტში და გაიქცევიან ეგრევე იქნებ სხვა ქვეყანამ მიმიღოსო მაგრამ ის ავიწყდებათ სად ისწავლეს აი ია)) (ბანალურად ნათქვამია მაგრამ ასეა) ასე თუ ყველამ ჩვენ ჩვენ თავზე ვიფიქრეთ არა პრინციპში ვფიქრობთ ჩვენ თავებზე "სულ არ გვაინტერესებს მე ხომ არ მიჭირს" ეს ლოგიკაა და ქვე'ყანაც შესაბამისი გვაქ)))
svani
17 აგვისტო 2016 00:48
0
კაცი რომელიც აგვისტოს ომის მერე წავიდა და ცდილობს რუსეთს დაეხმაროს სხვაზე მაღლა დგომაში კაცია? ეს კაცი მისი აღმზრდელის, ქალაქის და ქვეყნის სირცხვილია. არანაიარად არ გამიხარდება არასდროს ესეთი კაცის წარმატება.
ავთო
17 აგვისტო 2016 00:33
0
კოღუაშვილის გაზრდილები 10000 თავით ჯიბია ტატიშვილის გაზრდილებს..გინდ მედლებით და გინდ კაცობით.გეგეშიძე მაგის გაზრდილი რა დღეში იყო საქრთველოს პირველობაზე მსაჯებს რომ აგინა ისიც ძალით რომ მოაგებინეს კოპლატაძესთან და სამეგრელოში ჩხუბის დროს რომ წაიკარმაშიკა..ხფთ.უუ..მაგის სპორცმენობას.ჭიდაობის ფედერაცია კარმაშიკობაში კი აიღებდა მედლებს ბავშვებს ყველაფერს პარავენ გასახდელში უფროსი თაობა .ქურდული საქმის გარჩევები და ერთი ამბავია ფალავანთა კლუბში ვაკეში.ბალაგანის და ანტისანიტარიის მექაში.მიიღეთ კიდევაც შედეგი!!!!
სსს 21
17 აგვისტო 2016 00:26
0
ძალიანაც კარგი თუ დაეხმარა.რატომ ზანგ უკრაინელას დახმარებოდა.
sss21
17 აგვისტო 2016 00:09
0
შური და ამბიცია კი არა ვარჯოში უნდა სპორტში რომ შედეგი აჩვენო. და არ არის საჭირო ეს ცრუ პატრიოტობა არავინ არავისზე ნაკლები პატრიოტი არაა. სპორტში იგებს ის ვისაც ნიჭი, მონდომება, შრომის უნარი და ე.წ. ჟილკა გააჩნია და არა მხოლოდ სურვილი, თორემ მეც მინდა აბრამოვიჩივით მდიდარი ვიყო მაგრამ ეგრე სად არის.
........
16 აგვისტო 2016 23:55
0
ზოგიერთებს ვთხოვ დაუკვირდეს რას წერს. შეგახსენებთ, როდესაც უკვე 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი (!) კახი კახიაშვილი საბერძნეთში გადავიდა მას მოუწია გვარის გამოცვლა. ჯარჯი ზვიადაურმა, საერთოდ, გვარიც გამოიცვალა და სახელოც... სამწუხაროდ, დღეს ბევრი ქართველი იძულებით არის წასული საზღვარგარეთ უკეთესი ხვედრის ძიებაში. კარგი ცხოვრებით არ არის ეს გამოწვეული. ვინ გაამტყუნებს მათ?რამდენი ასეთი ადამიანი რამდენ აქ დარჩენილ ახლობებლს აცხოვრებს? ასეთებს მიეკუთვნება დავით ჩაკვეტაძეც. ლოზუნგების სროლა ადვილია... საზღვარგარეთ ყველა წასულს მინდა ვუსურვო წარმატება და, რაც მთავარია, შეძლებოდეთ საქართველოში დაბრუნება.
სიმართლის მოყვარული
16 აგვისტო 2016 22:53
0
დიახ მე მშურს რომ ჩემმა ქვე'ყანამ ოქრო ვერ მოიპოვა ოლიმპიადაზე დიახ მე მშურს და ამბიცია მაქვს რომ ჩემი ქვეყანა პირველი უნდა იყოს ყველაფერში მაგრამ ღმერთმა გაუმარჯოს(არა ამას) სხვა ქვეყნებმა ოქრო ვინც მოიპოვეს დამსახურებულად) მგონი აქაც რომ ოქრო აეღო ნაკლებს არ მიცემდნენ ან თუ ყველაფერი ფული იყო აზერბაიჯანში წასულიყო ბევრს აძლევენ ოქროზე და უფრო კარგი პირობებია იქ)))))))))
svani
16 აგვისტო 2016 22:04
0
აუ რა ბედნიერებაა სახელი და გვარი რომ შეინარჩუნა თქვენ საერთოდ ილია გაქვთ წაკითხულიიიიი))))))))) მეტის ღირსებივართ ჩვენ ერი მეტის ღირსები საერთოდ თუ გავქრებით რუკიდან ხალხიანად უკეთესი იქნება დავისვენებთ აღარ ვიწვალებთ მაინც))))
svani
16 აგვისტო 2016 21:30
0

სიახლეები პოპულარული