22 წლის ბათუმელი ფალავანი 1/2-ფინალში სერბ დავორ შტეფანეკთან სუფთად დამარცხდა. მანამდე მერვედფინალში ბოლქვაძემ ფინელ ტერო სეპო ვალიმაეკს სძლია, მეოთხედფინალში კი 30 წლის ირანელი ოლიმპიური ჩემიონი ომიდ ნოროოზი დაამარცხა.
ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედაში ბოლქვაძუს მეტოქე იაპონელ ტომოჰირო ინუესა იქნება. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 11:00 საათიდან დაიწყება, ბრინჯაოს მედლებისათვის დაპირისპირება კი 24:00 საათიდან აიღებს სტარტს.
ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.