რიო 2016: შმაგი ბოლქვაძემ საქართველოს მესამე მედალი მოუტანა

AutoSharing Option
16 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში შმაგი ბოლქვაძემ (66) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ეს საქართველოს მესამე მედალია თამაშებზე. შეგახსენებთ, რომ მანამდე პრიზიორები ძიუდოისტები გახდნენ - ვალერი ლიპარტელიანმა (90) ვერცხლი მოიპოვა, ლაშა შავდათუაშვილმა (73) - ბრინჯაო.

გადამწყვეტ შეხვედრაში ბოლქვაძე იაპონელ ტომოჰირო ინუეს დაუპირისპირდა. პირველი პერიოდი უქულოდ დასრულდა, მეორეში კი შმაგიმ გამარჯვების მომტანი ქულის მოპოვება შეძლო.

22 წლის ბათუმელი ფალავანი 1/2-ფინალში სერბ დავორ შტეფანეკთან დამარცხდა. 1/8-ფინალში მან ფინელ ტერო სეპო ვალიმაეკს სძლია, 1/4-ფინალში კი 30 წლის ირანელი
ოლიმპიური ჩემიონი ომიდ ნოროოზი დაამარცხა.

ამით საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა რიოში გამოსვლა დაასრულა. დღესვე რევაზ ნადარეიშვილმაც (98) იასპარეზა, რომელიც ბრძოლას 1/8-ფინალში გამოეთიშა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
შმაგო გენაცვალე შენ, ძალიან მაგარი ბიჭი ხარ, ნამდვილი მეომარი!!! მომავალი შენია ძმაო!!!
B-52
17 აგვისტო 2016 10:29
0
ეს ბიჭი დღესვე შეიძლება ითქვას ტოკიოს ოლიმპიადას მოიგებს სწორი მიდგომით
ako
17 აგვისტო 2016 09:59
0
გმერტმა ყფრო დიდი გამარჯვებები მოგიტანოს,გირსეული კაცი ხარ..
vaxtang
17 აგვისტო 2016 04:13
0


შემართებით და ჟირკით ოქროს სპორტსმენია (!)

აქაც ო ქ რ ო უნდა აეღო,მაგრამ ...

მიხედეთ ბოლომდე,არ დაკაირგოთ და ოლიმპიადას მ ო ი გ ე ბ ს!!!
glaxuna
17 აგვისტო 2016 01:59
0
მადლობა შმაგი თავდადებისათვის, ცოტა მსაჯს რომ არ დაეჩაგრე უკეთესი შედეგი გექნებოდა და გვექნებოდა ჩვენც, შენ წინ დიდი მომავალი გაქ, წარმატებები..ასევე ყველას დიდი მადლობა ყველას ბიჭებო, მერე რა მოხდა, ფორტუნამ არ გადმოგვხედა, მთავარია რომ ჩვენი სახელი გაიტანეთ მსოფლიო ასპარეზზე, გენაცვალეთ თქვენ...
დათო
17 აგვისტო 2016 01:46
0
vulocav shmagis da mtel saqartvelos, es ra magari bichi yopila sul utevda ukan ar ixevda, sasiamovnid gamakvirva, vulocav kidev ertxel
gori
17 აგვისტო 2016 01:30
0
გილოცავ!! ნიჭიერი კაცი ხარ. მომავალი წინ გაქვს
giorgi
17 აგვისტო 2016 00:58
0
ბრავო, შმაგი. დამსახურებული მედალია. კარგი ათლეტი იზრდება - შეუპოვარი და ტექნიკური. ტიტულოვან სერბთან მარცხი მხოლოდ გამოუცდელობის ბრალი იყო. არა უშავს, შმაგის წინ უფრო დიდი მიღწევები ექნება. ვულოცავ ბათუმს, აწარას და სრულიად საქართველოს ამ წარმატებას. დიდი მადლობა შმაგის, რომ ქართული კლასიკური ჭიდაობას ღირსება შეუნარჩუნა.
gogig
17 აგვისტო 2016 00:32
0
ბრავო, შმაგი. დამსახურებული მედალია. კარგი ათლეტი იზრდება - შეუპოვარი და ტექნიკური. ტიტულოვან სერბთან მარცხი მხოლოდ გამოუცდელობის ბრალი იყო. არა უშავს, შმაგის წინ უფრო დიდი მიღწევები ექნება. ვულოცავ ბათუმს, აწარას და სრულიად საქართველოს ამ წარმატებას. დიდი მადლობა შმაგის, რომ ქართული კლასიკური ჭიდაობას ღირსება შეუნარჩუნა.
gogig
17 აგვისტო 2016 00:24
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული