ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია, ირაკლი თურმანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა! [VIDEO]

AutoSharing Option
16 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, ძალოსნობაში საქართველოს სახელით მოასპარეზე ლაშა ტალახაძემ (+105) ოქროს მედალი მოიპოვა.

- ლაშა ტალახაძე: ორმაგად სასიხარულოა, როდესაც ორი ქართველი ოლიმპიურ კვარცხლბეკზე ვდგებით

ტალახაძემ რიოში ექვსივე ცდა დამაჯერებლად შეასრულა და ჯამში 473 კგ (ატაცში 215 კგ, აკვრაში 258 კგ) დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ტალახაძის მაჩვენებელი ახალი მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდია ორჭიდის ჯამში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ვიდეო
დალი მოიპოვა! [VIDEO]" />

დღესვე გამოსვლა +105 კგ-ში მესამე ადგილზე დაასრულა ირაკლი თურმანიძემ, რომელმაც ასევე 6-ივე ცდა დამაჯერებლად შეასრულა და ჯამში 448 კგ დააფიქსირა (207+241) და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
იხილეთ ფოტოგალერეა
თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტოები
Sportall.Ge

ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ანგარიშზე 5 მედალია: თითო ოქრო-ვერცხლი და სამი ბრინჯაო. შეგახსენებთ, რომ 16 აგვისტოს ბრინჯაო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძემ (66) მოიპოვა, მანამდე კი პრიზიორები ძიუდოისტები გახდნენ - ვალერი ლიპარტელიანმა (90) ვერცხლის მედალი დაისაკუთრა, ლაშა შავდათუაშვილმა (73) - ბრინჯაო.

საერთო ჩათვლაში საქართველო ამ დროისთვის მე-40 ადგილს ეთიოპიასთან იყოფს.

იხილეთ ინგლისური ვერსია
მკითხველის კომენტარები / 73 /
Tqven genacvaleeet!!! Gilocaaavt!!! Uuuf daclili var emociebisgan. Mglebi xart bicheboo!!!
Shota
11:08 18-08-2016
0
ცოტა დიდი ვიდეო ჭრილი გაგეკეთებინათ, კარგა ხანს ვისიამოვნებდი ყურებით რა იქნებოდა მაშინათვე იწყებთ და წყვეტთ
.....
17:42 17-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული